სასწრაფო სამედიცინო დახმარება კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებებს სპეციალური აღჭურვილობით ასრულებს. 112-ში კორონავირუსული ინფექციის მოტივით გამოძახების დაფიქსირების დროს, შესაბამისი სამსახურები გამოძახებათა ფილტრაციასა და წინასწარ იდენტიფიკაციას ახდენენ.
სპეციალისტების მიერ სხვადასხვა კრიტერიუმით და შესაბამისი პროტოკოლით ფასდება - რამდენად მიეკუთვნება შემოსული ზარი კორონავირუსთან დაკავშირებულ საეჭვო შემთხვევას, რის შემდგომაც, საჭიროებისამებრ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟი მოქალაქეებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას პერსონალური დაცვის შესაბამისი აღჭურვილობით უწევს.