დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წყალტუბოში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/02/03 11:22:37

 

 

წყალტუბოში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსების პროცესი დაიწყო. 


ამ ეტაპზე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 140 დევნილ ოჯახს, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცემს.


დამატებით, 420 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის, 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც  2021 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. 


წყალტუბოში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება,  იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.


განაცხადების მიღების პროცესი 3 თებერვალს დაიწყო და 17 თებერვლამდე გაგრძელდება.


დევნილ ოჯახებგანაცხადებს, ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეავსებენ.

 

 

  

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 592
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია