დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვარციხეში, ანანოვების ყოფილი სასახლე 1მილიონ 375 000 ლარად გაიყიდა და აქ ტურისტული კომპლექსი მოეწყობა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/01/15 13:31:05

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, ვარციხეში, ანანოვების ყოფილ სასახლეში ტურისტული კომპლექსი მოეწყობა, რისთვისაც 4 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება - ამ ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


ტურისტულ ცენტრში სასტუმროსთან ერთად განთავსებული იქნება ალკოჰოლური სასმელების საგამოფენო სივრცე და სპორტული მოედანი.


ბიზნესის მხარდასაჭერად შპს „ინვესტ ჯგუფს“ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში არსებული 73 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ელექტრონულ აუქციონზე 1 375 000 ლარად გადაეცა.

 

 დაინტერესებული ხარ ტურიზმის სექტორში ინვესტიციით ?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 594
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია