დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ღვინის საექსპორტო ფასის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/12/25 18:49:31



სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებული ოფიციალური მონაცემებით, ქართული ღვინის ფასი მიახლოებულია წამყვანი მეღვინეობის ქვეყნების ღვინის ფასებთან და არანაირად არ ასოცირდება დაბალფასიან ღვინოებთან.


ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV-ის 2019 წლის აპრილის ანგარიშის მიხედვით, 1 ლიტრის ღვინის  საექსპორტო არის: საფრანგეთი - 6,6 ევრო, იტალია - 3,12 ევრო,  საქართველო 3,07 ევრო, გერმანია - 2,71 ევრო,  პორტუგალია - 2,68 ევრო, ესპანეთი  - 1,39 ევრო, და ა.შ.

 

გასულ წელს,American Association of Wine Economists-მა (AAWE) გამოაქვეყნა მაჩვენებლები, რომლის მიხედვით, 2014-16 წლებში, ექსპორტზე გატანილი 1 ლიტრი ღვინის საშუალო ღირებულებით - 3,49 აშშ დოლარი - საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებდა. AAWE  – „ღვინის  ეკონიმისტების ამერიკული ასოციაცია“ პრესტიჟული ამერიკული ორგანიზაციაა და მის მიერ შედგენილი რეიტინგით პირველ ადგილს საფრანგეთი იკავებს (6.59 $), მას მოსდევს ახალი ზელანდია (5.39 $), მესამე ადგილზე კი ამერიკის შეერთებული შტატებია (3.68 $). საქართველოს ერთი ადგილით ავსტრია უსწრებს, რომელიც რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს (3.51 $).

 

ქართული ღვინის საექსპორტო ფასის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია: 2018 წელს, საქართველოდან ექსპორტირებული 86,2 მლნ ბოთლი ღვინო 2017 წელთან შედარებით რაოდენობრივად  13%-ით, ხოლო ღირებულებით 20%-ით იყო გაზრდილი (203 მლნ აშშ დოლარი). საშუალო საექსპორტო ფასის ზრდის ტენდენცია წელსაც შენარჩუნდა: განვლილ 11 თვეში ექსპორტირებული 86 მლნ ბოთლი ღვინო 10%-ით, ხოლო ღირებულება (220 მლნ აშშ დოლარი) 20%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე. 2018 წელს საშუალო საექსპორტო ფასი ერთი ბოთლის იყო 2,35 აშშ დოლარი, ხოლო 2019 წელს - 2,55 აშშ დოლარი, ანუ ტენდენცია არის მზარდი. აღსანიშნავია, რომ ღვინის საბოლოო გასაყიდი ფასი დახლზე 3-4-ჯერ აღემატება მეწარმის მიერ დაფიქსირებულ აღნიშნულ საექსპორტო ფასს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 657
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია