დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მამუკა ხაზარაძე:"ქუთაისს მე ვუყურებ, როგორც პოლიტიკურ ცენტრს!.."
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/11/10 22:12:00

 

-საქართველოში რეგიონები უნდა განვითარდეს. არ შეიძლება, თბილისი იყოს თავკომბალა ეკონომიკით, მოსახლეობის რაოდენობით და შედეგებითასე ფიქრობს  საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოსდამფუძებელი, მამუკა ხაზარაძე.


„ლელო“-მ რეგიონებში გასვლა ქუთაისიდან დაიწყო და ამ ქალაქის საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.


მამაუკა ხაზარაძის თქმით, ის ქუთაისს უყურებს, როგორც პოლიტიკურ ცენტრს, ძალიან სერიოზულ ჰაბს,  ლოჯისტიკის, მეცნიერების, განათლების და ტურიზმის კუთხით.  ამას ჭირდება კონცეფციის და გეგმის ჩამოყალიბება, რომელსაც ადგილობრივ ადამიანებთან, ვინც წასულია, დავაბრუნებთ და მათთან ერთად განვახორციელებთ"- ამბობს მამუკა ხაზარაძე.


ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე მამუკა ხაზარაძემ თავისი პოზიცია დააფიქსირა  საქართველოს პარლამენტის მდებარეობის საკითხს დაკავშირებითაც.: „მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის უკან გადატანა არის შეცდომა. არ შეიძლება, ცვალო იდეები და ასეთი მნიშვნელობის გადაწყვეტილებები ისე, როგორც იცვლებიან ჩვენი მინისტრები. მაგალითად, შვიდ წელიწადში 5 მინისტრი იცვლება თითოეულ სამინისტროში. ასეთი დამოკიდებულება არის არასერიოზული. მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ხედვა. ჩვენ ახალ პარლამენტში აუცილებლად დავაყენებთ საკითხს, რომ ქუთაისს მიეცეს პოლიტიკური ცენტრის სტატუსი. როგორ იქნება ეს გამოხატული, ამას ისევ ქუთაისელებთან და პარლამენტარებთან ერთად გადავწყვეტთ,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 808
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია