დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მესაქონლეობის ექსპოზე ჩემპიონი და ვიცეჩემპიონი ძროხების მფლობელი ფერმერები გამოვლინდნენ
ავტორი: ნატო გუბელაძე
2019/10/27 22:59:00

 

26 ოქტომბერს პირველად საქართველოში „მესაქონლეობის ექსპო“ გაიმართა, სადაც საქართველოს მასშტაბით მოქმედი 19 ფერმის ორმოცდაათამდე მეწველი ფური, დეკეული და ხბო იყო წარმოდგენილი.

 

ექსპოზე შეკრებილ სტუმრებს მიესალმნენ:  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ელიზაბეთ რუდი, საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციის თავმჯდომარე - გიორგი ხატიაშვილი საქართველოს მერძევეობის ასოციაციის თავმჯდომარე - ნიკოლოზ ბენიაიძე, Land O’Lakes Venture37-ის წარმომადგენელი - იეტონ სტაროვა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე - ნინო ზამბახიძე  

 

როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, „მესაქონლეობის ექსპო“ 2019-ის მიზანია საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობა. კერძოდ, მაღალპროდუქტიული გენეტიკის მქონე მსხვილფეხა საქონლის და ადგილობრივი სელექციური ჯიშების პოპულარიზაცია და  მათ მოშენებისთვის ინვესტიციების წახალისება,რაც აუცილებელია ქართული რძისა და ხორცის სექტორების მიმართ მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად და მათი შემდგომი განვითარებისთვის. „მესაქონლეობის ექსპო“ 2019 ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მსხვილფეხა საქონლის მფლობელი ფერმერები და რძის მწარმოებლები გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები და ბაზარზე ორიენტირებულები.    

 

მსხვილფეხა საქონლის გამოფენა-შეჯიბრის პარალელურად, ვიზიტორ ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ დარგის თანამედროვე ტექნოლოგიებს და ძირითადი საშუალებების მიმწოდებლებს, მათ შორის, მესაქონლეობისათვის საჭირო ტექნიკას და პროდუქციის წარმოებისთვის სხვა დამხმარე საშუალებებს, რომლებიც გამოფენილი იყო ოცდათხუთმეტ სტენდსა თუ საინფორმაციო დახლზე.

 

 გარდა ამისა, ექსპოზე მოსულმა სტუმრებმა დააგემოვნეს ადგილობრივი ნედლი რძისგან წარმოებული რძის პროდუქტები და მიიღეს ინფორმაცია რძის პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლების შესახებ.  

 

სხვადასხვა კატეგორიის მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა საქონლის ჯიშები, როგორებიცაა ჰოლშტეინი და წაბლა შვიცი, ასევე ქართული ადგილობრივი ჯიშები - მეგრული წითელი და წაბლა კავკასიური შეფასდნენ ესტონეთიდან მოწვეული და ქართველი ექსპერტების მიერ. გამარჯვებული მსხვილფეხა საქონელი, კერძოდ ჩემპიონები და ვიცე-ჩემპიონები დასაჩუქრდნენ სპეციალური პრიზებით, რომლებიც დაწესდა მსხვილფეხა საქონლის ინდუსტრიაში ჩართული ორგანიზაციების მიერ.


გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება

ჩემპიონი - ჰოლშტეინის მეწველი ფური -  შოთა ბეგიაშვილი

ვიცე-ჩემპიონი - მეწველი ფური ფერმერი ნიკოლოზ ბენიაიძე შირაქი+

 

ჩემპიონი - ჰოლშტეინის დეკეული -  ჯემალ ხატიაშვილი

ვიცე-ჩემპიონი - ჰოლშტეინის დეკეული - რიონ ტერტერაშვილი

ჩემპიონი - ჰოლშტეინის ხბო - ჯემალ ხატიაშვილი

 

ჩემპიონი - წაბლა შვიცი მეწველი ფური - მამუკა წილოსანიდორანი

ვიცე- ჩემპიონი - წაბლა შვიცი მეწველი ფური - პაატა ვასენკოამბრი

 

ჩემპიონი - წაბლა შვიცი დეკეული - მამუკა წილოსანიდორანი

ვიცე- ჩემპიონი - წაბლა შვიცი  - ზურა მასურაშვილი

ჩემპიონი - ხბო წაბლა შვიცი - მამუკა წილოსანიდორანი

 

ჩემპიონი - მეგრული წითელი მეწველი ფური - შოთა ჯიქია

ვიცე-ჩემპიონი - მეგრული წითელის ფური - დარეჯან გოცირიძე

დამატებითი პრიზი გადაეცა - მეგრული წითელის ფურის მეპატრონე ფერმერს - ბადრი აფშილავას.

 

 

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ:  საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია და საქართველოს მერძევეთა ასოციაცია. ღონისძიების პარტნიორია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი - „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, რომელსაც ახორციელებენ Land O’Lakes Venture37-ი და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი, წამყვანი ფინანსური ინსტიტუცია საქართველოში; ოქროს სპონსორი - ნუტრიმაქსი, ცხოველთა ინოვაციური საკვების მწარმოებელი კომპანია; ვერსხლის სპონსორი - სანო,  გლობალური კომპანია ცხოველთა თანამედროვე საკვების სფეროში.

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1226
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია