დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მთავრობის დადგენილებით კულტურის განვითარების ფონდს გრანტების გაცემის უფლება ოფიციალურად მიენიჭა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/10/18 09:47:04

კულტურის ეროვნული ფონდი, მთავრობის დადგენილების თანახმად, კულტურის სფეროს სხვადასხვა პროექტზე გრანტის გამცემად განისაზღვრა.


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს მასშტაბურ კომპლექსურ რეფორმასა და სისტემურ ცვლილებებს კულტურის სფეროში, რაც ევროკავშირის რეკომენდაციებს ეფუძნება და საქართველოს საჭიროებებს არის მორგებული. 


აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, საჯარო დაფინანსების იდეალურ მოდელად მიჩნეული იქნაკულტურის ეროვნული ფონდისშექმნა, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კულტურის განვითარებისათვის გამოყოფილი სახსრების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ განაწილებას, ეფექტიანად ადმინისტრირებასა და მონიტორინგს, უზრუნველყოფს კულტურის თანასწორ ხელმისაწვდომობას საზოგადოების ყველა წევრისთვის, განსაკუთრებით რეგიონების/მაღალმთიანი სოფლების, საზღვრისპირა მუნიციპალიტეტების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის, სპეციალური საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისთვის, ახალგაზრდებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის.


კულტურის ეროვნული ფონდის“ მიზნებისა და ამოცანების შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი საუბრობს:

„ფონდის შექმნის მთავარი მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს გადასვლა საჯარო დაფინანსების თავისუფალ მოდელზე, რომელიც აპრობირებულია ევროპულ და არამხოლოდ ევროპულ ქვეყნებში. კულტურის ეროვნული ფონდი პასუხისმგებელია, ერთი მხრივ, დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვაზე სხვადასხვა წყაროდან - კერძო თუ სახელმწიფო სექტორიდან, დონორი ორგანიზაციებიდან და ა.შ., და, მეორე მხრივ, უზრუნველყოს ღია, თანმიმდევრული, სისტემური, გამჭვირვალე და კონცენტრირებული სექტორული დაფინანსება კულტურის სხვადასხვა სფეროში. 2020 წლიდან, დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში, ახლადშექმნილი ფონდი სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე გრანტების გაცემასა და კულტურული პროექტების დაფინანსებას უზრუნველყოფს. პროცესში ჩართული იქნებიან დამოუკიდებელი ექსპერტები, რომელთა შერჩევაც როტაციის პრინციპით  ყოველწლიურად მოხდება.


კულტურის ეროვნული ფონდსიქნება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ანალოგი, რომელიც სამეცნიერო სფეროს განვითარებას უწყობს ხელს.  „კულტურის ეროვნული ფონდი“ კი კულტურისა და ხელოვნების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ფონდი განსაზღვრავს სფეროში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს და ფინანსურ რესურსს მათ დასაძლევად მიმართავს.


ფონდისთვის შეიქმნება სპეციალური ვებგვერდი, რომელზეც წინასწარ გამოქვეყნდება ინფორმაცია  ნებსიმიერი კონკურსის შესახებ.


ჩვენ პრაქტიკულად ვქმნით საერთაშორისო სტანდარტების მქონე ორგანიზაციას, რომელიც  კულტურულ და შემოქმედებით სფეროს მოემსახურება.“


„კულტურის ეროვნულ ფონდს“ სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის განმახორციელებელი ფუნქცია დაეკისრება. ფონდის მუშაობა დაფუძნებული იქნება დაფინანსების თანაბარი შესაძლებლობებისა და შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეუხებლობის დაცვის პრინციპებზე. მისი მთავარი დანიშნულება იქნება კულტურის განვითარების, პოპულარიზაციისა და ინტერნაციონ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 962
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია