დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლევან დავითაშვილი: „ვფიქრობ, ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვანი გარდატეხა გვექნება ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომაროების კუთხით“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/10/04 21:10:33

 


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კომპანიის „ჯორჯიან მანგანეზი“  მიერ  გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების კუთხით შესრულებულ სამუშაოებს გაეცნენ.


როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ბიზნესს, რომელიც ქმნის ეკონომიკურ და სოციალურ ღირებულებებს, აქვს სწორი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართ.


„დღეს დავათვალიერეთ კომპანიის მიერ შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები. არის რიგი მიმართულებები, სადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრესი სახეზეა.  ეს ეხება, ტრანსპორტირებას - კომპანიის სატრანსპორტო ნაკადი მთლიანად მოწყვეტილია ქალაქს; დაწყებულია რეკულტივაციის სამუშაოები, რაც ერთ-ერთი კრიტიკული წერტილი იყო გარემოსადაცვითი მიმართულებით და, შესაბამისად,  გვქონდა არაერთი შენიშვნა.  ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია - გასაგრძელებელია რეკულტივაციის სამუშაოები, კომპანიას აქვს აღებული ვალდებულება, რომ ჯამში რამდენიმე ასეული ჰექტრის რეკულტივაციას მოახდენს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა,  წყლის დაბინძურების მიმართულებით კომპანიას გარკვეული სამუშაოები აქვს ჩასატარებელი.

 

„ვფიქრობ, ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვანი გარდატეხა გვექნება ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომაროების კუთხით. ეს არის ათეულობით წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები. ბოლო 2 წლის განმავლობაში კი, მნიშვნელოვანი შედეგები მივიღეთ.  თუმცა, სამინისტრო არის პრინციპული, რომ ეკოლოგიური საკითხები სწრაფად გადაწყდეს ისეთი მეთოდებით, რომლებიც გარემოს მიმართ თანამედროვე სტანდარტებს ითვალისწინებს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით შეძენილი ქალაქის დასუფთავების უზრუნველყოფისთვის შეძენილი სპეცტექნიკა (გზის სარეცხი 8 სპეცმანქანა, „კერხერის“ ფირმის ტექნიკა და რთულად მისადგომი ტერიტორიებისთვის განკუთვნილი მობილური მანქანა) დაათვალიერა. სპეცტექნიკა ჭიათურასა და ზესტაფონში გადანაწილდება.


აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, კომპანიამ დაიწყო კარიერული წესით დამუშავებულ მიწის ფართობზე ჯერ ტექნიკური, ხოლო შემდგომ, ბიოლოგიურ რეკულტივაციის სამუშაოების განხორციელება. მიმდინარე წელს, უკვე რეკულტივირებულია  15 ჰექტარი ტერიტორია. ამ ეტაპისთვის, სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ მღვიმევში ე.წ. ჩაიების ტერიტორიაზე და ზედა რგანში, „კავთელაძეები 2“-ის კარიერზე, საერთო ჯამში 9 ჰა ფართობ ტერიტორიაზე.


გარემოს დაბინძურების შემცირების მიზნით, კომპანიამ  ჭიათურის მუნიციპალიტეტში, 6 ლოკაციაზე სატვირთო ავტომანქანების სპეციალური ავტოსამრეცხაო მოაწყო, რაც გზის ასფალტირებული საფარის დაბინძურებას  მნიშვნელოვნად შეამცირებს. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში მომუშავე ყველა სახის მძიმე ტექნიკა, გზის ასფალტირებულ ნაწილზე მხოლოდ გარეცხვის შემდეგ მოხვდება.


მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე, კომპანიამ  დაიწყო  2 კილომეტრიანი ქარსაცავი ზოლის აღდგენა. მიმდინარე წლის მარტში, დაირგო 1500-მდე ალვის ხისა და კვიპაროსის ნერგი. ათეული წელების განმავლობაში განადგურებული ქარსაფარი ზოლის აღდგენისთვის, „ჯორჯიან მანგანეზი“  ჯამში, 2500 ნერგის დარგვას გეგმავს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე ზესტაფონის ახალი ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაციას დაესწრო.


ჭიათურაში, კომპანიის ,,ჯორჯიან მანგანეზი“ განხორციელებულ სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე   გაეცნენ.

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 742
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია