დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
IDFI-ს ტრენინგი ჟურნალისტებისა და აქტივისტებისთვის ქუთაისში 5 ოქტომბერს გაიმართება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/09/30 12:29:00
5 ოქტომბერს ორგანიზაცია IDFI ქუთაისში მართავს ტრენინგს ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის - "საჯარო მონაცემებთან მუშაობა ხელისუფლების საქმიანობის ეფექტური კონტროლისთვის". 
ტრენინგი ერთდღიანია და მისი ძირითადი თემატიკა ასეთია: 

✔ როგორ აღმოვაჩინოთ და გადავამოწმოთ საეჭვო გარემოებები სახელმწიფო შესყიდვებში?

✔ როგორ ვაკონტროლოთ სახელმწიფო ბიუჯეტის მიზნობრივი განკარგვა?

✔ როგორ მოვიპოვოთ საჯარო მონაცემები ხელისუფლების საქმიანობის შესახებ და როგორ გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია?

✔ ვიზუალიზაციის მომზადება: პრაქტიკული რჩევები საზოგადოებისთვის მონაცემების ეფექტური კომუნიკაციისთვის

✔ საერთაშორისო ინიციატივები და მონაცემთა პლატფორმები ვიშეგრადის ქვეყნების მაგალითზე


ტრენინგი გაიმართება შემდეგ მისამართზე:
ქუთაისი, რუსთაველის 37ა, პრესის სახლი, მეოთხე სართული, გაზეთ "პოსტსკრიპტუმი"-ს რედაქცია.
დასაწყისი 10 საათზე. გაგრძელდება 17 საათამდე.გათვალისწინებულია ყავის შესვენებები და ლანჩი.

დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 599107794 (ნატო გუბელაძე)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1576
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია