დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე ტყიბულის მერიის წინ შეკრებილ მეშახტეებს შეხვდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/09/26 00:33:00

ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე ტყიბულის მერიის წინ შეკრებილ მეშახტეებს შეხვდა.

დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომა ტყიბულში მიმდინარე მოვლენებზე საუბრით დაიწყო და ეკონომიკის მინისტრს , პრობლემის მოგვარების მიზნით ადგილზე ჩასვლა დაავალა.


შახტის ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ შეხვედრას ტყიბული-თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა,მეშახტეთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები, საქნახშირის და ახალი ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


შეხვედრა ცოტა  შემდეგი შედეგით დასრულდა:


1. მეშახტეებს კუთვნილი ხელფასები ორშაბათს დაერიცხებათ!
2 ხვალიდან , ახალი ინვესტორები დაიწყებენ იურიდიულ პროცედურებს და შესაბამისად ახალი მენეჯმენტი შეუდგება შახტების მართვას.
3. ერთი თვის ვადაში ახალი ინსვესტორები წარმოადგენენ საინვესტიციო გეგმას, რომლის მიხედვით, ნომებრის თვიდან დაიწყება მოპოვებითი სამუშაოები.
4. ახალი კომპანია იღებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც ამ დრომდე მეშახტეთა მიმართ საქნახშირს ჰქონდა.( მათ შორის დაზარალებული ოჯახების კომპენსაციის ვალდებულება)
5.ეტაპობრივად, მოხდება შახტის გადაიარაღება და წარმოების გაზრდა.

.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 789
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია