დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დმანისში ქართულ-შვეიცარიული აგრარული კოლეჯი გაიხსნება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/09/25 14:05:00

 

25 სექტემბერს დმანისის რაიონის სოფელ სარკინეთში "შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია"-ს პრეზენტაცია გაიმართა. სკოლა კავკასია უპრეცედენტო არაკომერციული კერძო ინიციატივაა საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში, რომელიც მიხეილ სვიმონიშვილის, თინათინ მახარაძისა და მათი შვეიცარიელი თანამოაზრის ფილიპ ეგერის მრავალწლიანი მუშაობის შედეგია. შვეიცარიული სტანდარტის მიხედვით შექმნილი კოლეჯი სპეციალიზირებული იქნება მეცხოველეობაში, რძისა და ყველის გადამუშავებაში.


 ქართულ-შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიაუახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა,  ლევან დავითაშვილმა მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. შვეიცარიული სტანდარტის კოლეჯი სპეციალისტებს მეცხოველეობის, რძისა და ყველის გადამუშავების მიმართულებით მოამზადებს. თეორიულ სწავლებასთან ერთად, გათვალისწინებულია პრაქტიკული გამოცდილების მიღებაც, რისთვისაც კოლეჯის ტერიტორიაზე აშენდება მეცხოველეობის ფერმა და შვეიცარიული სტანდარტის  ყველის ქარხანა.


 პროფესიული სასწავლებლების განვითარება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია. ყველაზე თვალშისაცემი დეფიციტი მესაქონლეობა-მეცხოველეობასა და რძის პროდუქტების წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნის მიმართულებით გვაქვს.  კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული კადრების მომზადება დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ახალი კოლეჯის პარტნიორია შვეიცარიაში ყველაზე ძველი აგრარული სასწავლებელი  პლანტაჰოფი“, რომელსაც 200 წლიანი გამოცდილება აქვს. კოლეჯი არამხოლოდ დმანისის მუნიციპალიტეტსა და ქვემო ქართლისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი სასწავლებელი იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ მეცხრამეტე საუკუნეში, ქვემო ქართლში  ყველის 33 შვეიცარიული საწარმო, ასევე შვეიცარიული სკოლა ფუნქციონირებდა. როგორც ახალი კოლეჯის დამფუძნებელმა, მიხეილ სვიმონიშვილმა განაცხადა, სწორედ ამ  ისტორიის გათვალისწინებით და პროფესიული განათლების სფეროში უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების მიზნით, პროექტის მთავარი პარტნიორი შვეიცარიაში ყველაზე წარმატებული აგრარული სკოლაპლანტაჰოფია“. სკოლაპლანტაჰოფიუზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების შედგენას, მასალების შერჩევას, სასწავლო პრაქტიკის დაგეგმვასა და მასწავლებლების გადამზადებას.


პროფესიული სასწავლებლის შექმნის პროექტი ხორციელდება კერძო ფინანსური ინიციატივით და შვეიცარიული ფონდის Swiss South Caucasus Foundation (SSFC) ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული ფონდი 20 წელია მეცნიერებისა და განათლების სფეროში მოღვაწეობს. პროექტის მხარდამჭერები ასევე არიან საქართველოში შვეიცარიის საელჩო და შვეიცარიის განვითარების ფონდი. კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1019
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია