დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლების მინისტრი, გერმანელ მეცნიერებთან ერთად,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამშენებლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/09/19 22:01:42

მიხეილ ბატიაშვილი: „ერთი მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის ჩადება განათლებაში ნამდვილად უპრეცედენტოა"

 

 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანელ მეცნიერებთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორთან და ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელებთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამშენებლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

 

 როგორც მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, განათლებაში ერთი მილიარდი ევროს ინვესტიცია უპრეცედენტო მოვლენაა,მითუმეტეს იმ მიმდინარე რეფორმების ფონზე, რაც სისტემაში ხორციელდება. მისივე თქმით, როგორც რეგიონისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის, ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რადგან უნივერსიტეტში სწორედ იმ სასწავლო პროგრამებით ისწავლიან, რითიც მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.

 

 მიხეილ ბატიაშვილი:„ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტიორციელდება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი  მართლაც უნიკალური პროექტია,რომლისთვისაც ერთი მილიარდი ევრო დაიხარჯება. უკვე ხედავთ,რომ სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება და მომავალი წლის სექტემბერში ჩვენ უკვე მივიღებთ სტუდენტთა პირველ ნაკადს. დღეს ამ უნივერსიტეტის მშენებლობის დასათვალიერებლად გერმანელი სტუმრები იმყოფებიან.თუმცა, მშენებლობის პარალელურად მუშავდება სასწავლო პროგრამა,  რომელშიც ჩართული არიან მსოფლიოში ერთერთი წამყვანი,მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თანამშრომლები. პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. დაგეგმილია უნივერსიტეტის სამი კორპუსის, საერთო საცხოვრებლის,ბიბლიოთეკის და სხვა შემეცნებით საგანმანათლებლო სივრცეების მშენებლობა და უნივერსიტეტი იქნება ულტრათანამედროვე უნიკალური საგანმანთლებლო კერა, აღჭურვილი სხვადასხვა ლაბორატორიით.როგორცხედავთ, უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ერთი მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის ჩადება განათლებაში ნამდვილად უპრეცედენტოა. მითუმეტეს, იმ მიმდინარე რეფორმების ფონზე,რასაც ვახორციელებთ. როგორც რეგიონისთვის,ასევე მთლიანად ქვეყნისთვის, ეს უნიკალური შესაძლებლობაა. ამ უნივერსიტეტში ისწავლიან იმ სასწავლო პროგრამებით,რითიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ. ეს ყველაფერი კი ემსახურება ერთადერთ მიზანს საქართველოში,ამაღლდეს სწავლის ხარისხი“ - განაცხადა მინისტრმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 857
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია