დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რთველი 2019
ლევან დავითაშვილი:„სპეკულაციები, ყურძენზე ფასის კლებასთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური ძალების ან მიზანმიმართულად არასწორად ინფორმირებული მევენახეების მხრიდან მოდის და სრულიად უსაფუძვლოა“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/09/11 22:21:55

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის  განცხადებით, ქვეყანაში ივნისში განვითარებულმა მოვლენებმა ღვინის კომპანიების მოლოდინები შეცვალა, თუმცა, სახელმწიფოს ყველა რესურსი აქვს მობილიზებული - მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ.


„სპეკულაციები, ყურძენზე ფასის კლებასთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური ძალების ან მიზანმიმართულად არასწორად ინფორმირებული მევენახეების მხრიდან მოდის და სრულიად უსაფუძვლოა.

 

სახელმწიფოს ყველა რესურსი მობილიზებული აქვს, მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ. სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ქარხნები გახსნილია მთელი კახეთის მასშტაბით, რაც იმის გარანტიაა, რომ ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ იქნება.

 

ფასებს რაც შეეხება, წელს შარშანდელ მინიმალურ ფასზე ქვემოთ ფასები არ ჩამოსულა. მოგეხსენებათ, ბოლო წლებია ყურძენზე ფიქსირებული ფასი აღარ არსებობს. მიკროზონების, ხარისხის, სახეობის მიხედვით ყურძნის ფასი არის სხვადასხვა. მათ შორის, საფერავის ფასი არის მინიმუმ ლარნახევარი, ორი ლარი ან მეტი ადგილწარმოშობის მიხედვით, რაც მაღალია ყველა წინა წელთან შედარებით. თუ არ ჩავთვლით 2018 წელს, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნით და რეკორდული ფასებით.

 

შარშანაც რქაწითელთან დაკავშირებით ჩვენ სუბსიდიის რეჟიმიდან გამოვედით, მაგრამ ჩაუბარებელი ყურძენი არ დავტოვეთ. მინიმალური სტანდარტი სახელმწიფომ შექმნა იმ არაკონდიციურ ყურძენზე, რომელსაც ჩაბარების პრობლემა ჰქონდა და 70 თეთრი ღირდა. წელს ვითარება ანალოგიურია, ამიტომ სპეკულაციები ფასის კლებასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად უსაფუძვლო", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 925
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია