დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვენახების კადასტრის ამონაწერის აღების ვადა ორ კვირაში დასრულდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/08/16 21:28:55

 

2019 წლის რთველის დროს „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „ყვარლის“ და „მუკუზნის“მიკროზონების ყურძნის ჩაბარება მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე მოხდება.


კადასტრის ამონაწერის დასამოწმებლად, მევენახემმუნიციპალიტეტების სოფლებში არსებულ შესაბამის სამსახურებს2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიმართოს, რომლებიც განთავსებულია საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში ყვარელსა და გურჯაანში, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების საკრებულოებში: ველისციხე, კალაური, ვაჩნაძიანი, ჩუმლაყი, ვაზისუბანი, ახაშენი, მუკუზანი და შაშიანი. ასევე შექმნილია კადასტრის მობილური ჯგუფი, რომელიც გადაადგილდება გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლებში.


აღნიშნული მიკროზონებიდან ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა განსაზღვრულია:1 ჰექტრიდან არაუმეტეს 10 ტონა.10 ტონზე მეტი რაოდენობის ჩასაბარებელი ყურძენი, შეფასდება როგორც ჯიშური ღვინის მასალა. ამონაწერი გაიცემა უფასოდ.


საქართველოსვენახებისეროვნულიკადასტრისშექმნახელსშეუწყობსქართულიღვინისხარისხისდაკონკურენტიანობისგაზრდასმსოფლიოღვინისბაზარზე, უზრუნველყოფსრთველისპროცესისგამარტივებასდაგამჭვირვალედჩატარებას.


დამატებითი ინფორმაციისთვის მევენახეებს შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ ღვინის ეროვნულ სააგენტოს.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 767
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია