დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიხეილ ბატიაშვილი: „ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ჩატარდა“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/07/24 15:16:00

 

 

„2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ჩატარდა.  წარმატებას ვუსურვებ თითოეულ აპლიკანტს! მადლობა ცენტრის თანამშრომლებს და ყველა იმ უწყებასა და ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის წარმატებით განხორციელებაში“ - განაცხადა   საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც სპეციალურ ბრიფინგზე ეროვნული გამოცდების დასრულება შეაჯამა.

 

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დაგვიანებებთან დაკავშირებით, წლევანდელ გამოცდებზე პოზიტიური ტენდენცია გამოიკვეთა, რადგან გასულ წელთან შედარებით, დაგვიანებებმა იკლო, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო კამპანიის შედეგია.

 

შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოს 11  ქალაქში  23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა და სამინისტროს მხრიდან მაქსიმალური გაკეთდა იმისათვის, რომ  აპლიკანტებისთვის გამოცდები კომფორტული გარემოში ჩატარებულიყო. გარდა იმისა, რომ ყველა საგამოცდო ცენტრი აღჭურვილი იყო გაგრილების სისტემით, ადგილზე მუდმივად მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

 

წლევანდელ გამოცდებზე უპრეცედენტოდ დიდი  - 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, საიდანაც გამოცდებზე დაახლოებით 95%, ხოლო საგრანტო კონკურსზე 82%  გამოცხადდა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, წელს საგამოცდო პროცესში ცვლილებები შევიდა  - ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი მაინც ინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

 

უკვე დაწყებულია ნამუშევრების გასწორების პროცესი. 2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით დაიწყება.

 

რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ მოდელს, რომელიც 2020 წლიდან შედის ძალაში, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია აგვისტოს პირველ ნახევარში მიეწოდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1037
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია