დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს ევროპული გზა
დონალდ ტუსკი:"თქვენ ხართ პატარა ქვეყანა, მაგრამ დიადი ერი და არავის მისცეთ უფლება, რომ დაგყონ!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/07/11 13:54:16


ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა", დონალდ ტუსკმა თავის გამოსვლაში ასეთი განცხადებე გააკეთა: "მე მოგმართავთ თქვენ, არავის მისცეთ უფლება რომ დაგყონ, ყოველთვის იყავით ერთიანი! თქვენ ხართ პატარა ქვეყანა, მაგრამ დიადი ერი!" 

 

„გულით მინდა ერთი რამ გითხრათ, მე როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა და როგორც პოლონელმა: ჩემთვის საქართველო არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისათვის, არამედ როცა მე ვამბობ სიტყვა „საქართველოს“, მე ვგულისხმობ „თავისუფლებას“, როცა მე ვამბობ „საქართველოს“, მე ვგულისხმობ „სიამაყეს“, როცა ვამბობ „საქართველოს“, მე ვგულისხმობ „მამაცობას“. თქვენ პატარა ქვეყნა ხართ, მაგრამ უდიდესი ერი. თქვენ მიაღწიეთ შეუძლებელს, იმიტომ, რომ თქვენ ყველანირი განსხვავების მიუხედავად ერთიანი მიზნის ირგვლივ გაერთიანდით, თქვენ აშენებთ თავისუფალ სახელმწიფოს. თქვენ გააოცეთ ევროპა და მთელი სამყარო. მე მოგმართავთ თქვენ, არავის მისცეთ უფლება რომ დაგყონ, ყოველთვის იყავით ერთიანი, როგორც ერთი დიდი ევროპა“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა და სიტყვით გამოსვლა ქართულად დაასრულა სიტყვებით „გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს!"

 

ბათუმში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” კონფერენციაზე ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ქართულად ალაპარაკდა.  დონალდ ტუსკმა   ვაჟა-ფშაველას ცნობილი წერილიდან „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ ციტატა წაიკითხა.

 

„მინდა გავიხსენო ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი და მისი სიტყვები პატრიოტებსა და კოსმოპოლიტებზე: “ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია,“- ამბობდა ვაჟა.

 

ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ჭეშმარიტი პატრიოტიზმი გამორიცხავს კოსმოპოლიტობას და ეს ასე არ არის. ჭეშმარიტი პატრიოტი არის კოსმოპოლიტი და ყველა ნამდვილი და ჭეშმარიტი კოსმოპოლიტი არის ჭეშმარიტი პატრიოტი. ყველა კოსმოპოლიტი ემსახურება თავის ქვეყანას და ცდილობს, რომ უფრო გაზარდოს და განავითაროს ის. ეს გამოთქმა უკვე 100 წელზე მეტი ხნისაა და ეს მოწმობს თავისთავად გლობალიზაციას. ასი წლის წინ ჯერ კიდევ ბატონმა ვაჟამ ბრძანა ეს და ეს გლობალიზაცია გულისხმობდა ადამიანებისა და ქვეყნების დაახლოებას“, – განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია