დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა სადემონსტრაციო მიწის ნაკვეთების ქსელისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე იმსჯელეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/06/10 17:54:00

 

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობისორგანიზაციამ (FAO)სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრების და განმახორციელებელი პარტნიორების შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრის მიზანი იყო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტების მიმდინარეობის განხილვა. ასევე, რეგიონებში ახალგაზრდების მიგრაციის პრობლემასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მსჯელობა.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმაშეხვედრის მონაწილეებს სოფლის, სოფლის მეურნეობისა და ექსტენციის განვითარების სტრატეგიების შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.ასევე ისაუბრა ახლადშექმნილ„სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სააგენტოზე“, რომელიც ფერმერთა საკონსულტაციო სერვისებისა და კოოპერატივების განვითარებაზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროექტების განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი.

 

ხატია წილოსანმა ყურადღება გაამახვილა აგროდაზღვევაზე, რისი აუცილებლობაც, მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა გასულ კვირას, შიდა ქართლში სეტყვით გამოწვეული სასოფლო-სამეურნეო ზარალის გამო. როგორც მან აღნიშნა, აგროდაზღვევა მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა ფერმერებისა და კოოპერატივებისთვის.

 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა და სოფლის მეურნეობის ატაშემ, კრისტინა კასელამ ENPARD-ის ფარგლებში სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმდინარე და ახალი ინიციატივები მიმოიხილა. მან მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ENPARD-ის მესამე ფაზის პროექტებზე და ENPARDIV-ზე, რომელიც შემუშავების პროცესშია, თუმცა ცნობილია, რომ პროგრამა გააგრძელებს სოფლის განვითარების მხარდაჭერას და ქვეყანაში საკვების უვნებლობის მიმართულებით მუშაობას.

 

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ FAO-ს წარმომადგენლებმა ახალ ინიციატივაზეისაუბრეს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სადემონსტრაციო მიწის ნაკვეთების ქსელის შექმნას გულისხმობს. ქსელი გააერთიანებს საცდელ მეურნეობებს, სადაც კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ფერმერებისთვის საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დემონსტრირება მოახდინონ.

 

ინიციატივის მიზანია ხელი შეეწყოს ფერმერთა ინფორმირებას და გაძლიერდეს საკონსულტაციო სერვისები. FAO-ს წარმომადგენლებმა ასევე წარმოადგინეს საქართველოში ჩაის სექტორის მიმოხილვა, ხოლო CARE Internatinal-მა დამსწრეებს კოოპერატივების გაძლიერების ახალი კონცეფცია წარუდგინა, რომელიც კოოპერატივების ფონდის შექმნას გულისხმობს.


შეხვედრის ფარგლებში ENPARD-ის პარტნიორებმა ასევე იმსჯელეს რეგიონებიდან ახალგაზრდების მიგრაციის პრობლემაზე და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობაზე, რაც შეამციერებს საქართველოში კლიმატის ცვლილების ნეგატიურ შედეგებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, შეიქმნება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოორდინირებას გაუწევს ამ მიმართულებით პარტნიორთა ინიციატივებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 955
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია