დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანონსი
ევროკავშირის ელჩი იმერეთს ეწვევა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/06/06 20:30:05

 

 

7-8 ივნისს,  კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იმერეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ის მოინახულებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, აგრეთვე, დაესწრება სხვადასხვა ღონისძიებას, რათა საზოგადოებას დაანახოს ევროკავშირის მხარდაჭერის პრაქტიკული შედეგები.

 

პარასკევს, 7 ივნისს ელჩი მოინახულებს შშმ პირების საკითხებზე მომუშავე ევროკავშირის პროექტებს

ვიზიტის ფარგლებში კარლ ჰარცელი შეხვდება ორ პარტნიორ ორგანიზაციას, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს შშმ პირების ხელშეწყობასა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ასევე დაგეგმილია ბავშთა დღის ცენტრის, სოციალური საწარმოსა და სარეაბილიტაციო ცენტრის მონახულება.

ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს ევროკავშირის პროექტებთან. მისი საქმიანობა ძირითადად ახალგაზრდობის საკითხებსა და შშმ პირებისთვის განათლებისა და დასაქმების წარმატებული მოდელების შექმნაზეა ორიენტირებული.

რბაითერ-სამარიტერ-ბუნდითავის საქმიანობას ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით ახორციელებს და მუშაობს საზოგადოების ისეთ მოწყვლად ჯგუფებთან, როგორიცაა მსჯავრდებულები და მათი ოჯახები, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები.

 

შაბათს, 8 ივნისს ევროკავშირის ელჩი ეწვევა ავეჯის მწარმოებელ კომპანია მადერა ჯორჯიას, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში ჩამოყალიბებული ქართული ავეჯის (ბიზნეს) კლასტერის წევრია და ხის დამუშავების 12 წლიანი გამოცდილება აქვს. მადერა ჯორჯია წარმატებით ახორციელებს ავეჯის ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში და დასაქმებული ყავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

 

იმავე დღეს ევროკავშირის ელჩი  ქუთაისის აეროპორტის სასაზღვრო გამტარ პუნქტს მოინახულებს, სადაც "საჰაერო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ერთობლივი ქმედებების განხორციელება, ევროკავშირის/შენგენის ასოცირებული ქვეყნებში ქართველოდან არალეგალური მიგრაციის ნაკადის შესამცირებლად“ ოპერაციის ფარგლებში დისლოცირებული არიან ევროპის სასაზღვრო  და სანაპირო დაცვის სააგენტოს ექსპერტები.კარ ჰარცელი შეხვდება საქართველოსა და ევროპის სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლებს და ვიზა ლიბერალიზაციის თაობაზე გააკეთებს განცხადებას.

 

8 ივნისს ევროკავშირის დაფინანსების ფარგლებში ამოქმედდება პროექტი „წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი“. პროექტის იმპლემენტაციას განახორციელებს „ფიფლ ინ ნიდ“-ი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი  და ის მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სოფლის განვითარებას ქვემოდან-ზემოთ მიმართული, მონაწილეობითი მიდგომის დანერგვის გზით, რაც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის თემებისა და ადგილობრივი ჯგუფების სრულ ჩართულობას.

ოფიციალური გახსნის დროს სიტყვით გამოვა ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი.

 

ასევე იმავე დღეს ევროკავშირის ელჩი ოფიციალურად გახსნის ევროპის დღეს წყალტუბოში, რომელიც იმართება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ.

გახსნის დროს სიტყვით აგრეთვე, გამოვლენ: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გრიგოლ იოსელიანი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ზურაბიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, პაატა ახალაძე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1394
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია