დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ
ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში საინფორმაციო აქცია გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/05/20 19:23:22

საინფორმაციო  ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში ქუთაისში საინფორმაციო აქცია გაიმართა.

 

აქციის ფარგლებში უნივერსიტეტის ეზოში საინფორმაციო სტენდი მოეწყო, სადაც დამთვალიერებლებს შეეძლოთ მიეღოთ ინფორმაცია უვიზო მიმოსვლისა და ევროკავშირის შესახებ არსებული მითების შესახებ.

 

ღონისძიება უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის მიგრაციის თემაზე ფილმის ჩვენებით დასრულდა.

 

"ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში უნივერსიტეტთან თანამშრომლობა და სტუდენტების ჩართულობის გაზრდა. რაც შეეხება ფილმის ჩვენებას, ჩვენ შევეცადეთ ამგვარად გვეჩვენებინა რეალურად არსებული ვითარება და  ნათლად დაგვენახებინა მიგრაციის საკითხები" - აღნიშნა საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ.

 

 ევროპის დღეები წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებსა და ევროინტეგრაციის პროცესზე იმართება მრავალი ღონისძიება. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებს მიეწოდოთ ინფორმაცია ევროპული ინტეგრაციის საკითხზე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე და მოხდეს მოქალაქეების აქტიური ჩართვა აღნიშნულ პროცესში.

 

ევროპის დღეები ხორციელდება სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ,  საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 925
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია