დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/05/20 19:13:39

 

                                                            

 19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკოში) დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის პრეს-სპიკერმა მედიას წინასწარი შედეგები გააცნო  და აღნიშნა, რომ დეტალური მონაცემები ყველა დაინტერესებული მხარისთვის ცესკოს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.


„სამწუხაროდ, კენჭისყრის დღეს, მათ შორის, ხმების დათვლის პროცესში, იკვეთებოდა სარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის, საქმიანობის ხელის შეშლის ტენდენცია, რაც კანონიერი მექანიზმების გამოყენების გარეშე, შეუძლებელს ხდიდა საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ფუნქციების განხორციელებას.


ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ დაფიქსირდა  კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გადამეტება და პროცესის მიმდინარეობის ხელშეშლა. თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონის საფუძველზე, პროცედურების დაცვით, შეძლო კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესის დროულად დასრულება და ამომრჩეველთა ნების  შედეგებში ასახვა“, განაცხადა ანა მიქელაძემ. 


საბოლოო წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების 100 პროცენტის მიხედვით შემდეგია:


თბილისის 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი: 

№ 13 შალვა შავგულიძე - 36,83 %

№35 გერმანე საბო - 4,76 %

№41 ვლადიმერ კახაძე - 41 %

№ 42 ლევან იოსელიანი 6,55 %

№43 კობა დავითაშვილი 2,91 %

№44 სოფიო ხორგუანი 2,64 %

№ 45 გრიგოლ გეგელია 3,14 %

 

წინასწარი მონაცემების მიხედვით აღნიშნულ ოლქში გაიმართება არჩევნების მეორე ტური. საარჩევნო კოდექსის თანახმად, მეორე ტური უნდა გაიმართოს პირველი ტურის კენჭისყრის დღიდან 25 დღის განმავლობაში და დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს ცესკო.

 

საოლქო საარჩევნო კომისია კი კენჭისყრის შედეგებს შეაჯამებს არაუგვიანეს 30 მაისასა.

 

 

მერების რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები საარჩვენო ოლქების მიხედვით შემდეგია:

 

№22 მარნეულის საარჩევნო ოლქი:

2 აკმამედ იმამკულიევი - 7,54 %

5 აგილ მუსტაფაევი - 11,49 %

41 ზაურ დარგალი - 78.6 %

 

№51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქი:

5 ბაქარ ხიჯაკაძე 34,26 %

8 ანზორ ნებიერიძე 2,64 %

9 გიორგი წულაია 5,81 %

41 გიორგი გოგლიჩიძე 50,75 % 

42 ვახტანგ რობაქიძე - 5,07 %

 

 

№56 ჭიათურის საარჩევნო ოლქი:

41 გივი მოდებაძე - 64,58  %

42 ზურაბ კუპატაძე - 17,99 %

43 დავით ჭუმბურიძე - 15,26 %

 

№67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქი:

5 სანდრა ელისაბედ რულოვსი - 42.84 %

41 გიორგი შენგელია - 54,18 %

 

№84 ხულოს საარჩევნო ოლქი:

1 ვახტანგ ბერიძე - 3.63  %

5 ირაკლი ჯორბენაძე - 23,74 %

41 ვახტანგ ბერიძე 70,91 %

42 როლანდ აბულაძე 1.03 %

 

 

 

 

საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები შემდეგია:

საგარეჯო

№5 ირაკლი ჯინჭარაძე - 26,71%

№41 ზურაბ შინდელაშვილი - 72,4%

 

ახმეტა

№17 შოთა თავბერიძე - 1%

№41 როსტომ ალხანაშვილი - 96,49%

 

ადიგენი  

№1 გიორგი კოღუაშვილი - 1,61 %

№41 გენადი ბოლქვაძე - 93,89%

 

ზესტაფონი

№5 გაგა ლაბაძე - 29,84 %

№41 ნუგზარი ფერაძე - 69,71 %

 

ჭიათურა

№5 ილიკო ჩიკვილაძე - 27%

№41 თეიმურაზ ჭუმბურიძე - 46,82 %

№44 ნოდარ ჩაჩანიძე - 23,86 %

 

ტყიბული

№5 დავითი ლომიძე - 28,68 %

№24 მერაბი ყიფიანი - 3,36 %

№41 რომან მაწკეპლაძე - 63,23 %

№43 ავთანდილ ბრეგაძე - 3,36 %

 

 

 

წყალტუბო

№2 ზაურ ქაშიბაძე - 19,72 %

№ 41 ომარ სინაურიძე - 78,41 %

 

ოზურგეთი

№2 იაკობ ზაქარეიშვილი - 15,85 %

№9 მარიამ მაჩაბერიძე - 2,4 %

№41 დავით მდინარაძე - 71,75 %

№42 ტოგო ჭელიძე - 4,45 %

№43 კაკო თავდუმაძე 4,72 %

 

ანა მიქელაძემ ასევე ისაუბრა საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულ საჩივრებზე: მოცემული დროისთვის ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 116 საჩივარი.  მათგან მარნეულში შესულია - 33, ზესტაფონში -10, ხულში - 21, ზუგდიდში - 48, ოზურგეთში - 1, ხოლო თბილისის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში  - 3 საჩივარი.

საჩივრების  უმეტესი ნაწილი  მხოლოდ პროცედურულ ხარვეზებს შეეხება და ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 10 საჩივარი, რომლებითაც  8 საარჩვენო უბანზე მოთხოვნილია საუბნო შემაჯამებელი ოქმების ბათილობა. მათგან, 4 საჩივარია მარნეულში, 5 - ზესტაფონში და 1 - თბილისის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული პროცედურები. საოლქო საარჩევნო კომისიები განიხილავენ საჩივრებს და  შესწავლის შემდეგ მოახდენენ შესაბამის რეაგირებას.

„როგორც მოგეხსენებათ, 19 მაისს, წყალტუბოსა და ტყიბულის 8 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის შემდეგი ეტაპი. მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული აპარატების მიერ ზუსტად იქნა დათვლილი შედეგები ბათილი ბიულეტენების ჩათვლით და  ფაქტობრივად,  საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ, კანონმდებლობის თანახმად შემდგომში ხელით დათვლილი შედეგები დაემთხვა ელექტრონულ შედეგებს.

 

ელექტრონული ხმის დათვლის საპილოტე პროექტი შეფასდება, როგორც ამომრჩეველთა ქცევის, ისე საარჩევნო პროცესის შესახებ დეტალური ანალიზის შემდეგ  ჩართულ მხარეებთან და ფართო საზოგადოებასთან ერთად.

საარჩევნო პროცედურები გრძელდება. ეხლა მიმდინარეობს როგორც საბოლოო შედეგების დამუშავების, ისე საჩივრების განხილვის პროცესი.

 

კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა შეაჯამონ კენჭისყრის შედეგები არაუგვიანეს კენჭისყრის დღიდან მე-11 დღისა - ანუ არაუგვიანეს 30 მაისისა.

 

ყველას, რა თქმა უნდა პირველ რიგში ამომრჩევლებს, მედიას, დამკვირვებლებს და საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისთვის“ - განაცხადა ანა მიქელაძემ. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 981
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია