დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აღდგომა და ებრაული პასექი – რა აქვთ საერთო და რა განასხვავებთ
2019/04/18 11:53:00

ჰანუკისა და ახალი წლისგან განსხვავებით, აღდგომა და პასექი – თანაბრად დიდი მნიშვნელობის დღესასწაულებია და დიდწილად განმარტავენ ორი რელიგიის არსს.

რაბინი Ismar Schorsch-ის კომენტარები, რომელსაც გაზეთი “Jewish learning” გვთავაზობს.


გაზაფხულის თანამოძმეები

უპირველეს ყოვლისა, ეს გაზაფხულის დღესასწაულებია და ქრისტიანული აღდგომის შვიდ დღესაც, და ებრაული პასექის რვა დღესაც, ადრეულ გაზაფხულზე ზეიმობენ.

 

აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის გადაწყვეტილება 325 წელს ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მიიღეს. რთულ გამოთვლებს თავი რომ დავანებოთ, საერთო წესი დაახლოებით ამგვარად ჩამოყალიბდა: „აღდგომა გაზაფხულის სავსე მთვარეობის პირველ კვირადღეს აღინიშნება“.

 

ამგვარად, აღდგომა დროის მიხედვით უახლოვდება იუდეველთა უძველეს დღესასწაულს პასექს, რომელიც, თავის მხრივ, ებრაული მთვარის კალენდრის მიხედვით, ყოველწლიურად ნისანის თვის 14 რიცხვში უნდა იწყებოდეს.

 

პასექი ებრაელი ხალხის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება – ეგვიპტიდან გამოსვლას, ტყვეობიდან დახსნას. ლექსს: “შენ ამ დღეს თავისუფლდები, აბიბის თვეს“ – რაბინები განმარტავენ, როგორც ამ დღესასწაულის ადრეულ გაზაფხულზე აღნიშვნის აუცილებლობას – იმ თვეში, რომელიც გარდამავლად არის მიჩნეული, როდესაც ზამთრის წვიმები გადაივლის და ამინდი უფრო რბილი ხდება.

 

გამოდის, რომ აღდგომისა და პასექის ბედი ასეთია – მუდამ უშუალო სიახლოვეს ყოფნა.

 

ორივე დღესასწაული ისტორიასა და იმედზე გვიამბობს

მეორე ელემენტი, რაც ამ ორი დღესასწაულის მსგავსებას ადასტურებს – არის იმედი. ამაზე გაზაფხული და ბუნების განახლება მეტყველებს. იმედსვე უკავშირდება თვით ის ისტორიული ფაქტებიც, რომლებსაც აღდგომისა და პასექის დროს ზეიმობენ:

პასექის შემთხვევაში, ტყვეობიდან დახსნა – ეს არის თვითგანახლებისა და სიცოცხლისკენ მიმავალი გზა.

 

აღდგომა კი – ერთის სიკვდილია, რომელიც მრავალ სიცოცხლეს იხსნის. ქრისტეს აღდგომა – ეს არის სიცოცხლის საბოლოო გამარჯვება, რასაც, მაგალითად, ბიზანტიური ლიტურგიის დროსაც ამბობენ:

“ქრისტე აღდგა მკვდრეთით! სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი; და საფლავების შინა ცხოვრების მიმნიჭებელი“ (638 მიხედვით).

და მაინც, გამოსვლის დღესასწაული და აღდგომა ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავდება.

 

პასექი – საზოგადოებრივი დღესასწაულია, აღდგომა კი – ინდივიდუალური

ორივე დღესასწაული მიანიშნებს სასოწარკვეთილებისგან თავის დახსნას – მონობით იქნება ეს გამოწვეული, თუ ცოდვით – მაგრამ ებრაელი ხალხი მიისწრაფის, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს როგორც თემმა, აღდგომა კი მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობაზე თითოეულ ადამიანს ცალ-ცალკე მიმართავს.

 

გარდა ამისა, პასექი ებრაელ ხალხს მოუწოდებს ცხოვრების, უშუალოდ აქ და ახლა გაუმჯობესებისკენ, აღდგომა კი ადამიანს ამქვეყნიური ცხოვრების მიღმა გადარჩენას ჰპირდება.

 

რატომ არ ემთხვევა მართლმადიდებლური და კათოლიკური აღდგომა

2017 წელს მართლმადიდებლები და კათოლიკები აღდგომას ერთსა და იმავე დღეს ზეიმობდენ – 16 აპრილს – და ეს ყოველთვის ასე როდი ხდება. მეტიც, შემდეგი ასეთი დამთხვევა მხოლოდ 2025 წელს იქნება.

 

როგორც წესი, მართლმადიდებლები ქრისტეს აღდგომას კათოლიკებზე გვიან ზეიმობენ ხოლმე. ამის რთული მიზეზები შეიძლება მოკლედ ასე გავაერთიანოთ:

• ერთი მიზეზია – სხვადასხვა კალენდარი;

• მეორე – მართლმადიდებლები ქრისტიანული ეკლესიის უფრო ადრინდელი ტრადიციების მიმდევრები არიან.


უნდა აღინიშნოს, რომ ყველა დანარჩენ დღესასწაულს მართლმადიდებლები იმავე დღეებში აღნიშნავენ, როგორც – დასავლური ქრისტიანული ეკლესიები. ასეთი გადაწყვეტილება 1923 წელს ძირითადი მართლმადიდებლური კონფესიების წარმომადგენელთა კონსტანტინოპოლში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. იქ გამოცხადდა, რომ საეკლესიო დღესასწაულების თარიღები განახლებული გეორგიანული კალენდრის მიხედვით უნდა განისაზღვროს.

 

და მხოლოდ აღდგომის დღესასწაულის თარიღის გამოთვლას აგრძელებს მართლმადიდებელი ეკლესია ისევ იულიუსის უძველესი კალენდრის მიხედვით.

 

წყარო; https://jam-news.net/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98/?lang=ka

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1175
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია