დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის გახსნა იგეგმება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/04/16 21:10:06

საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის გახსნა იგეგმება, სადაც სასტუმრო, სარესტორნო და კულინარიული ბიზნესის ძირითად პროფესიებს ასწავლიან.


✔️კოლეჯის დაარსებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასა და შპს “მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯია”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


✔️მემორანდუმს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და შპს “მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯიას” დირექტორმა მაია წერეთელმა მოაწერეს.


ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯი ყოველწლიურად სასტუმრო, სარესტორნო და კულინარიული ბიზნესის 2 000-მდე სპეციალისტს მოამზადებს.

 

✔️მემორანდუმის მიზანია ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და მომსახურების სფეროს გაუმჯობესება 2015-2025 წლების ტურიზმის ეროვნულ სტრატეგიასთან შესაბამისობით.

 

✔️კოლეჯში სასწავლო კურსები ქართულ და ინგლისურ ენებზე გაიმართება. აშშ-ის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტის (AHLEI) სერთიფიცირებული კურსებისა და ევროპის წამყვანი ტურიზმის სკოლების კურსების მიხედვით შემუშავდება სპეციალური სასწავლო პროგრამა.

 

✔️GNTA-სთან მჭიდრო თანამშრომლობით კოლეჯისთვის ვებ-გვერდი შეიქმნება. 


მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოში შვეიცარიის, საფრანგეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩები დაესწრნენ, ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ADA-ს, GIZ-ის, USAID-ის (zrda project) და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

✔️„პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე მოხარულები ვართ, რომ დღეს ჩვენთან არიან მოწინავე დონორი ორგანიზაციები, ელჩები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ტურიზმის განვითარების მიზნით გვჭირდება ბევრად უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება, შესაბამისად განათლება არის უმთავრესი პრიორიტეტი, აქედამ გამომდინარე დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც დაფუძნდება საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო პლათფორმა ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებისათვის, ჩვენი მოსახლეობისათვის. მათ საშუალება ექნებათ, გაიარონ გადამზადების კურსები და საერთაშორისო სერთფიკატები მიიღონ.“ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 894
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია