დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუჩის ხელოვნება - ქუთაისში მადლიერების სახლის კედელი მოიხატა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/04/11 15:52:28

ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ ფარგლებში, კონკურსში გამარჯვებული ააიპ „ფესტივალი 1862“ გახდა პროექტით „ქუჩის ხელოვნების ფესტივალი ნიკო 2019“. პროექტის ფარგლებში მადლიერების სახლის კედელი მოიხატა. ასევე დაგეგმილია გ.ტაბიძის #77 კედლის მოხატვა.


,,ნახატი იყო შექმნილი ჩემი ორ წლიანი პროექტის ფარგლებში სახელად " დრიმინგსტანი" "დრიმინგსტანი" (მეოცნებეთა ქალაქი) აღწერს საქართველოში არსებულ მდგომარეობას 90-იანი წლების შემდეგ, სადაც პერსონაჟები ებრძვიან რეალობას, პრობლემებს და ცდილობენ უკეთესობისკენ შეცვალონ მომავალი.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა : 
"მე-13 პორტრეტი". გამოფენა მოიცავს თანამედროვე საქართველოში მოღვაწე ქალების 12 პორტრეტს - დრიმინგსტანის მაცხოვრებლებს. 12 განსაკუთრებული ამბავი, რომელიც გაერთიანებულია ერთ მთლიან ისტორიაში, ჩვენი ცხოვრების გზაზე. გამოფენილია სხვადასხვა გალერეებში / შოურუმში Uliko and friends / კინოთეატრ ამირანში/ Fabrika არ სივრცეში/ ბათუმი- თბილისი Artup gallery და სხვა. ახალი პორტრეტი, რომელიც ,,მე-13 პორტრეტის" სერიაში შევიდა არის თამარ ზამთარაძის პორტრეტი. ის მოგვითხრობს ქართველი გოგონას ისტორიას. ეს არის აქტივისტი (გენდერული თანასწორობა), სოციალური პროექტების ავტორი, ისეთი, როგორიცაა - "აღადგინე" (ბორჯომის ტყის აღდგენა).


,,ამ პორტრეტის დახატვა ქუთაისში გადაწყდა იმიტომ, რომ სოციალურ თემას ეხება და პროექტის ფარგლებში ბევრი "მონაწილე" არის ჩართული. თამარ ზამთარაძე არის ქუთაისიდან, ამიტომ ყველაზე თემატური პორტრეტი დაისვა ქუთაისში,"-აცხადებს ნახატის ავტორი თინა ჩერტოვა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1402
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია