დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პამფლეტი თემაზე - ვიცინოთ თუ ვიტიროთ?
ქუთაისელმა "ლუი დე ფიუნესმა" გოგია წულაიამ მერიას ღამის ქოთნები და პამპერსები გაუგზავნა (VIDEO)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/03/28 11:31:59

ქუთაისელმა "ლუი დე ფიუნესმა", პარტია "თავისუფალი საქართველოს" ადგილობრივმა ლიდერმა, გოგია წულაიამ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლების უმოქმედობისადმი მიძრვნილი საპროტესტო პერფორმანსების სერია განაახლა და ამჯერად ქუთაისის მერიის წარმომადგენლებს ღამის ქოთნები და პამპერსები მიართვა.

 

წულაიას განცხადებით, ტურისტული სეზონი ახლოვდება და ქუთაისში საზოგადოებრივი საპირფარეშოები კვლავ გაუმართავია. ამის შედეგად კი პრობლემები ადგილობრივ მოსახლოებასაც და ტურისტებსაც ექმნებათ.

 

"საქველმოქმედო ორგანიზაციამ ამერიკიდან გამოაგზავნა ღამის ქოთნები და პამპერსები, რომლებსაც გადავცემთ მერიას. საზოგადოებრივი საპირფარეშოები გაუმართავია, ამიტომ გადავეცით მერს და მოვუწოდებთ, დაურიგოს ტურისტებს და ამით მაინც მოვაგვაროთ პრობლემა. წარმატებაზე რომ გაქვს პრეტენზია, ერთი ტუალეტი მაინც უნდა გახსნა".

 

ქუთაისელი პარტიული კოლორიტი დედაქალაქზეც ზრუნავს და ამბობს, რომ ცოტა ხანში ღამის ქოთნებისა და პამპერსების ახალ პარტიას მიიღებენ და კალაძესაც გაუგზავნიან თბილისში. 


აღსანიშნავია, რომ პარტია "თავისუფალი საქართველოს" მიერ მირთმეული ძღვენი ქუთაისის მერიამ დაიწუნა და კანცელარიაში გატარებაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად, ქოთნები და პამპერსები ჯერჯერობით ისევ ბატონ "ლუი დე ფიუნესთან" ინახება და რა ბედი ეწევა, აუცილებლად შეგატყობინებთ. 


მერიაში კი გოგია წულაიას მოთხოვნებთან  დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურთ.


ვიცინოთ თუ ვიტიროთ? - საკითხავი აი, ეს არის!

 

ვიდეო ნახეთ ამ ლინკზე:

https://www.youtube.com/watch?time_continue=36&v=7oGKNIz5iCE

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1493
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია