დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ ზვიად შალამბერიძე დაინიშნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/03/25 13:17:00

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ თანამშრომლებს პირველი მოადგილე წარუდგინა.


აღნიშნული თანამდებობა ზვიად შალამბერიძემ დაიკავა. იგი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში კურირებას გაუწევს: ადგილობრივ თვითმმართველობების ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხებს, ტრანსპორტის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სფეროებს. ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის საკურატორო სფეროში შედის ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ქონებრივი საკითხები.

 

ზვიად შალამბერიძე დღემდე შპს ,,ფრეგო“–ს დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი იყო. ასევე, სს ,,დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“–ში, სს ,,ჯი პი აი ჰოლდინგ“–ში, მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე. გარდა ამისა იყო ფინანსური ანალიტიკოსი გაეროს განვითარების პროგრამის ,,საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესაძლებლობათა ზრდა“.


ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 989
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია