დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბერნატორმა წყალტუბოსა და ხონის ტურისტული ინფრასტრუქტურა მოინახულა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/03/07 18:01:40
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ, მოადგილესთან, ბესიკ გოფოძესთან ერთად, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებში ტურისტული ობიექტები დაათვალიერა.

მხარის რწმუნებულმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებისგან დეტალურად მოისმინა ინფორმაცია, რამდენად მომზადებული ხვდება ტურისტულ სეზონს აღნიშნული ობიექტები. შავლეგო ტაბატაძე სათაფლიის ნაკრძალის, პრომეთესა და საწურბლიას მღვიმეების, გორდში ოკაცეს კანიონისა და კინჩხას ვიზიტორთა ცენტრის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

,,იმერეთის რეგიონს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი და მნიშვნელოვანია ეს მიმართულება, სწორად იქნას გამოყენებული რეგიონში ტურისტული განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ დაინტერესებულ ვიზიტორებს უნდა შევთავაზოთ მაღალი დონის მომსახურება და კომფორტული გარემო.

2019 წელს რეგიონში იგეგმება გარკვეული სამუშაოების ჩატარება და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ცნობილია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 6 ახალი მიმართულება დაემატება პირველი აგვისტოდან, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის ზრდას რეგიონში. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ჩამოსულ სტუმრებს შევთავაზოთ საინტერესო ტურისტული მარშუტები და შესაბამისი გარემო“ –შავლეგო ტაბატაძე.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე აპირებს რეგიონის მასშტაბით დაათვალიეროს ტურისტული ობიექტები.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1145
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია