დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში, ანაკლიის სასწავლო ცენტრი გაიხსნა და საგრანტო პროგრამა გამოცხადდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/28 17:00:56

დღეს, 28 თებერვალს, ანაკლიაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა, ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში ანაკლიის სასწავლო ცენტრი გახსნეს და საგრანტო პროგრამა გამოაცხადეს.


ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და USAID-ს „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ამოცანა რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, ასევე პორტისა და რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

 

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში ანაკლიის სასწავლო ცენტრი ანაკლიის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ბაზრისთვის მოთხოვნად სასწავლო კურსებს შესთავაზებს. სასწავლო ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობის დასაქმებასა და პორტისა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფარგლებში შექმნილი და არსებული ბიზნესის განვითარებას. სასწავლო კურსები მოიცავს

 

სხვადასხვა დარგებს, მათ შორის, მეწარმეობას, ბიზნეს ადმინისტრირებას, ტურიზმსა და სოფლის მეურნეობას, ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების შესწავლას. ყოველივე ეს კი ადგილობრივი მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლებასა და რეგიონის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს . ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში ასევე გამოცხადდა საგრანტო კონკურსი აგრარული, ტურისტული თუ სხვა მიმართულებით, რაც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას და თანამდევ ტრენინგებთან ერთად მოსახლეობის ბიზნეს და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებას მოიტანს. „ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა“ ანაკლიასა და მეზობელ სოფლებს დაეხმარება მომზადებულნი შეხვდნენ და უკეთესად აითვისონ ეკონომიკური განვითარების ის ახალი შესაძლებლობები, რომელსაც მათ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი შესთავაზებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1047
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია