დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული ორი სკოლა გაიხსნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/27 18:16:54

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული 30-ე და 36-ე სკოლები დღეს ოფიციალურად გაიხსნა. პროგრამის ფარგლებში ქუთაისში კიდევ 6 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ის წელს დასრულდება.


საჯარო სკოლების რეაბილიტაციას აშშ-ის მთავრობა აფინანსებს და ჯამში რეაბილიტაციისთვის 54 მლნ აშშ დოლარის ბიუჯეტია გამოყოფილი.

საჯარო სკოლები საზეიმოდ გახსნას აშშ-ს ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდიმი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგენიძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გენადი მარგველაშვილ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძე, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარია და საკრებულოს დეპუტატი მამუკა რიჟამაძე დაესწრნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1082
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია