დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი ჭიღვარია:"არქიტექტურის აიპის შექმნით მოსახლეობა დაჩქარებულ და გამარტივებულ სერვისებს მიიღებს"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/27 17:39:03

 

,,არქიტექტურის ა(ა)იპის შექმნის შემდეგ მოქალაქეები ისარგებლებენ ღია ფანჯრის პრინციპით და მოსახლეობას საშუალება ექნება გამარტივებული წესით, დაჩქარებულად მიიღოს ყველა ის დოკუმენტაცია რომელიც დასჭირდება."- ამის შესახებ ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-17 სხდომაზე განაცხადა. 

 

მისივე თქმით, მოქალაქეები ყველა პროცედურას დაჩქარებული და გამარტივებული გზით გაივლიან ახალი არქიტექტურის ა(ა)იპის შექმნის შემდეგ.

 

 ,,ა(ა)იპში დაახლოებით 7-10 ადამიანი დასაქმდება და  თავად შეძლებს თანხების მობილიზებას.თბილისის მოდელი ავიღეთ, როდესაც არქიტექტურის სამსახური გავაუქმეთ და შევქმენით ა(ა)იპი. მოგეხსენებათ რომ წერილის შემოსვლისას მას გარკვეული ვადა ჰქონდა რომ შესრულებულიყო. ამჯერად კი ყველაფერი გამარტივებულად მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.

 

აღნიშნული ა(ა)იპის წარმომადგენლები ასევე იმუშავებენ პროექტების შექმნაზე, თუმცა ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში რა თქმა უნდა ვერ მიიღებენ მონაწილებას,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 978
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია