დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დეპრესია ყველაზე საშიში ფსიქიკური მდგომარეობაა, რომელსაც სუიციდამდე მიჰყავს ადამიანი
2019/02/25 00:22:14

 

დეპრესია ფსიქიკური პრობლემის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა,  რომელიც ყოველ მეოთხე ადამიანს ჰქონია ან ექნება ცხოვრებაში. 

 

სტატისტიკის მიხედვით, ფსიქიკური პრობლების მქონე ადამიანების რაოდენობა,  მათ შორის დეპრესიით დაავადებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით -ახალგაზრდებში. როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ამას  ყოფით ფაქტორებთან ერთად, ქვეყანაში არსებული მწვავე სოციალურ–ეკონომიკური ფონიც განაპირობებს.

 

  „40 წელია, რაც   ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ვმუშაობ და  ფსიქი კური აშლილობების მქონე პაციენტებთან მაქვს შეხება. ამ პრაქტიკიდან გამომდინა- რე, შემიძლია ვთქვა, რომ დეპრესიის დინამიკა გაზრდილია,  განსაკუთრებით - ახალ გაზრდებში, რასაც სხვადასხვა სტრესორებთან ერთად, სოციალურ-ეკონომიკური გარემო განაპირობებს.“– ამბობს, ფსიქიკური ჯანმრთლობის   ეროვნული  ცენტრის ფსიქოლოგი, ბელა წულუკიძე.

 

რა იწვევს დეპრესიას და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან მისგან გამოწვეული სუიციდური შემთხვევები, ამ საკითზე  psnews.ge ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ფსიქიატრს,  მარიამ გიორგაძეს ესაუბრა.

 

 ფსიქიატრის თქმით, დეპრესია ყველაზე საშიში ფსიქიკური მდგომარეობაა, რომელსაც სუიციდამდე მიჰყავს ადამიანი,  მაგრამ სოციალური სტიგმის გამო დაავადებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები ცდილობენ, არ მივიდნენ  შესაბამის სპეცილისტებთან, რაც იწვევს დაავადების მწვავე ფორმაში გადასვლას.


 


  „დეპრესია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადებაა, რომე- ლიც  ადამიანის ინვალიდიზაციასაც კი იწვევს. დეპრესია შეიძლება გამოიწვიოს ცხოვრებისეულმა სტრესებმა, ასევე - ფიზიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა  პრობლემამ, გულ–სისხლძარღვთა  ან სხვა სომატურმა დაავადებამ.


დეპრესია კლასიფიცირდება, როგორც მსუბუქი, საშუალო და მძიმე ხარისხის. აღნიშნულ ფსიქიკურ პრობლემას  ახასიათებს გუნება–განწყობისა და  შრომის უნარის დაქვეითება, ასევე, სიამოვნების უნარის დაკარგვა, რასაც ანჰედონია ეწოდება ფსიქიატრიაში. თუ ეს სამივე ფაქტორი გამოხატულია და ასეთი მდგომარეობა ორი  კვირა  გრძელდება, აუცილებლია ფსიქოლოგთან ან ფსიქო–თერაპევტთან   ვიზიტი.


 თუ ფსიქო–თერაპიული მუშაობა უშედეგო იქნება,  ამ შემთხვევაში ერევა ფსიქიატრი. როგორც წესი, დროული თერაპიული მკურნალობა, ანტიდეპრესანტებთან ერთად,  სასურველ შედეგს იძლევა.  თუ არ მოხდა  ადეკვატური და დროული მკურნალობა, არსებობს დიდი ალბათობა, რომ დეპრესიით დაავადებულმა  ადამიანმა სუიციდით დაასრულოს სიცოცხლე. განსაკუთრებულ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ბავშვები, ამიტომ აუცილებლია დეპრესიის საწყის ეტაპზე მკურნალობა.“ –ამბობს, მარიამ გიორგაძე .


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2858
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია