დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული კულტურის მსოფლიო აღიარება
ქართული ცეკვები საფრანგეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/18 14:52:25

მეღვინე ქალთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა ჭეიშვილი, რომელიც საფრანგეთში მოღვაწეობს, სოციალურ ქსელში ავრცელებს ძალიან მნიშვნელოვან და სასიხარულო ინფორმაციას, რომ “ქართული ხალხური ცეკვები საფრანგეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა”.

 

“ამ პროექტზე, საფრანგეთის ქართულ დიასპორასთან თანამშრომლობით, დიდი ხნის მანძლზე მუშაობდა ასოციაცია île du Monde. დიდი მადლობა ყველას ვინც ამ საქმეში იყო ჩართული. გმადლობთ ქართველთა კულტურის კერა ლაზი”,- ნათქვამია “ფეისბუკ” პოსტში.

 

საქრანგეთის მხრიდან ასეთი ფაქტის დაფიქსირება იმას ნიშნავს, რომ ეს არის მადლიერება იმ ქართული დიასპორის მიმართ, რომლებმაც 1930-იანი წლებიდან დღემდე ეს ცეკვები საფრანგეთის, კერძოდ კი ილ-დე-ფრანსის რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში შეიტანეს - განმარტავს ანა ჭეიშვილი.

 

შეიძლება ითქვას, რომ ეს ფაქტი, თავისი მნიშვნელობით თითქმის უტოლდება ბორდოს მუზეუმში ქვევრის წარდგენას, თუ მეტი არა. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ შემთხვევაში ინიციატივაც და პროექტიც საფრანგეთის ადგილობრივი ასოციაციისგან მოდიოდა და არა - ქართველებისგან.


ინფორმაციის ავტორი ასევე ავრცელებს ბმულს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა, რათა ეს პროექტი საფრანგეთის კულტურის სამინისტროსთან წარედგინათ.

https://www.youtube.com/watch?v=cfRF9QkWca8&fbclid=IwAR2e-ml5cycoTi4rLY40RKSZR_ztaZ8xgGaBbRlfPJ9lqBo-owQq7Cq3gws

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2018
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია