დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ჩიტის მოტანილი ამბები"
კულტურის სამინისტრომ სომხეთი ქართული კულტურის არამატერიალურ ძეგლად სცნო
2019/02/14 12:34:38

საინფორმაციო სააგენტო "ჩიტი" ტრადიციულად ავრცელებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც ფაქტობრივად დაუჯერებელია, თუმცა საინტერესოა და არგუმენტებზე დაფუძნებულია. ამჯერადაც გთავაზობთ ამ სააგენტოს სახალისო ინფორმაციას:

 

ქართული სუფრისთვის არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭების შემდეგ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ნუსხას კიდევ ერთი წევრი შემატა და მეზობელი სომხეთი ქართული კულტურის არამატერიალურ ძეგლად სცნო.

 

როგორც კულტუროლოგებმა ჩიტთან საუბარში განმარტეს, სომხეთი ხშირად ედავება ქართველებს ღვინის, ხაჭაპურის, მწვადის და სხვა მნიშვნელოვანი რაღაცების სამშობლოს სტატუსში, რაც ქართველებს ნერვებს უშლით.

 

"სომხეთის ქართული კულტურის არამატერიალურ ძეგლად ცნობა გამოიწვევს იმას, რომ რაც არ უნდა მიითვისონ, მაინც ჩვენი იქნება," - განაცხადა ქართველი კულტურის ნამდვილმა მოამაგემ და დამცველმა გიორგი თავკერძაშვილმა.

 

სომხეთის ოფიციალური პოზიცია ამ დრომდე უცნობია, თუმცა, როგორც ჩიტს ერევნის კულუარებიდან აცნობეს, სომხეთი გადარეულია.

 

წყარო: http://chiti.ge/news/3164-kulturis-saministrom-somxeti-kartuli-kulturis-aramaterialur-zeglad-scno?fbclid=IwAR1P3hD5O-Lvfto0jS049fl92fC9blvfNNSiZzznG5yl_c4Jk6Dqm6OfqqM

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2524
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია