დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი გელა გაგუა ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/13 11:42:00

 

სამართალდამცავებმა  ქუთაისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, ააიპ "სპეციალური სერვისების" ყოფილი უფროსი გელა გაგუა დააკავეს.

 

მათ მიერვე დადასტურებული ინფორმაციით, გელა გაგუას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვას ედავებიან.მისი დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ააიპ ,,სპეციალური სერვისების’’ დირექტორ გ.გ.-ს მიერ, ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობისას გაიფლანგა დიდი ოდენობით თანხა, 250 086 ლარის ოდენობით. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ კომპლექსური საინჟინრო-საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ.გ.-ს ხელმძღვანელობით ააიპ „სპეციალური სერვისების“ მიერ სამუშაოები შესრულებულია პროექტის გარეშე, უხარისხოდ და საჭიროა სანიაღვრე სისტემის სრული დემონტაჟი. გ.გ.-ს მიმართ დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2028
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია