დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერ-მინისტრმა სოფელ უდაბნოში 63-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/13 01:16:00

 


პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში 63-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს. ეს ცენტრი კახეთის რეგიონში რიგითმეთორმეტეა. 

 

სოფელ უდაბნოს მოსახლეობას და სტუმრებს ახალი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა პრემიერ-მინისტრმა, იუსტიციის მინისტრმა და რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმასოზარ სუბარმა მიულოცეს. ცენტრის პირველი მომხმარებელი უდაბნოს მკვიდრი გოჩა მარტიაშვილი იყო. მან უფასო ელექტრონული მოწმობების აქციის ფარგლებში პირადობის დამადასტურებელი ახალიდოკუმენტი აიღო და ქაღალდის (ლამინირებული) პირადობის მოწმობა თანამედროვე დოკუმენტით შეცვალა. 

 

პირადობის მოწმობების აქცია იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 1 თებერვლიდან მიმდინარეობს. საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ)ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, ერთი თვის განმავლობაში, 1 მარტის ჩათვლით, შესაძლებლობააქვთ, შეცვალონ ძველი დოკუმენტი ახალი პირადობის მოწმობით, რომელიც თანამედროვე, გაუყალბებელი და ევროპული დოკუმენტია!

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი უდაბნო საზღვრისპირა სოფელია და რაიონულ ცენტრს 45 კილომეტრითაა დაშორებული. ადგილობრივი მოსახლეობა ახალი საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობითუმოკლეს დროსა და კომფორტულ გარემოში მიიღებს 200-ზე მეტ კერძო და სახელმწიფო სერვისს. 

 

სოფელ უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრი პატარა სოფლის საჭიროებებზე მორგებული პროექტია, რომელიც თავისი არქიტექტურული ფორმით სხვა საზოგადოებრივი ცენტრებისგან განსხვავდება. პროექტისპეციალურად იმ დასახლებებისთვის შეიქმნა, რომელთა მოსახლეობა 600 ადამიანს არ აღემატება.

 

საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა სოფელ უდაბნოში რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყდა. ეს სოფელი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მდებარეობს,ეთნიკური უმცირესობებითა და ეკომიგრანტებითაა დასახლებული და ტურისტულად აქტიურ ზონას წარმოადგენს. იგი უშუალოდ სამონასტრო კომპლექს დავითგარეჯას ესაზღვრება.

 

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის სოფლის ტურისტულ პოტენციალს. მობილური ოპერატორის მეშვეობით უზრუნველყოფილი 24-საათიანი კავშირი სამყაროსთან, საბანკომომსახურება და 24-საათიანი უკაბელო ინტერნეტი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სოფელ უდაბნოს სტუმრებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.

 

უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, მერიისა და გამგეობის ხელმძღვანელები.

 

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის პროექტი რეგიონებში 2013 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფოსერვისებით ადგილზე სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. საზოგადოებრივი ცენტრები საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრებშიგანთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები, რაც პენსიონერებს საშუალებას აძლევს, ადგილზე აიღონ პენსია. 

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედ 62 საზოგადოებრივ ცენტრში ამ დრომდე განხორციელდა 950 000-ზე სერვისი; ჩატარდა 4 000-მდე ღონისძიება. 

 

ცენტრებში ახალგაზრდებისთვის მოწყობილია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიცაა დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა,ასევე, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. ინტერნეტის მეშვეობით მათ შეუძლიათ,მიიღონ მათთვის საჭირო და საინტერესო უახლესი ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე, რის შესაძლებლობასაც ისინი მანამდე მოკლებულნი იყვნენ. 

 

ბიბლიოთეკაში მოწყობილია გამოფენა სახელწოდებით „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფოტოდოკუმენტურიმასალების ასლები, რომლებიც 1918-21 წლების მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1036
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია