დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"დაუშვებელია, სკოლებში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის განკუთვნილ სველ წერტილებში პირობები იყოს განსხვავებული" - განათლების სამინისტრო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/11 12:04:32

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ნათია ზედგინიძის თქმით, სამინისტრო მიესალმებ სახალხო დამცველის მიერ  ანგარიშის მომზადებას და სრულად ეთანხმებმასში წარმოდგენილ პრობლემებს:

 

სამინისტრო მუდმივად აღნიშნავს, რომ სკოლებში არის მძიმე ვითარება სანიტარულ-ჰიგიენური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ჩვენ პრობლემებს მივუდექით სისტემურად და გასამმაგებული ბიუჯეტით, პირველ რიგში, დავეხმარებით იმ სკოლებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

მეორეს მხრივ, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და მარტივად მოსაგვარებელი პრობლემები, როგორებიცაა, მაგალითად ადგილზე საპნის არსებობა და რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნან მოსწავლეების ჯანმრთელობას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებო უნდა გახდეს სკოლის მენეჯმენტისთვის, რათა დროულად მოხდეს მათი აღმოფხვრა. 

ასევე დაუშვებელია, სკოლებში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის განკუთვნილ სველ წერტილებში პირობები იყოს განსხვავებული. მარტივად გადასაჭრელი პრობლემების მოგვარება სწორედ სკოლის ადმინისტრაციის ვალდებულებაა. ჩვენ ამის მონიტორინგს მუდმივად განვახორციელებთ - განაცხადა ნათია ზედგინიძემ.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1041
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია