დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან თანამშრომლობით მოხდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/02/01 13:48:00

ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაციას აანონსებს. მისი თქმით, ამ ისტორიული უბნის რეაბილიტაცია  კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან თანამშრომლობით მოხდება. 

 

“ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან. წელს ვგეგმავთ გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვას. ეს არის ქალაქის ისტორიული ცენტრი, რომელიც უნდა განვითარდეს, აუცილებელია მისი რეაბილიტაცია. ჩვენ ვთვლით რომ ქალაქი უნდა განვითარდეს ტურისტული მიმართულებითაც, ამიტომ ამ დანაპირებსაც ვასრულებთ.

 

ძალიან მალე შევუკვეთავთ გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტს და შემდეგ უკვე ვიზრუნებთ მის სრულ რეაბილიტაციაზე. ვთვლით რომ ეტაპობრივად თანხები სწორად უნდა გავანაწილოთ ყველა მიმართულებით, რადგან მოგეხსენებათ რომ ქუთაისის ბიუჯეტი უკვე მზარდია, მაგრამ მაინც არ არის ქალაქისთვის საკმარისი.

 

როცა გაპონოვის ქუჩაზე ვსაუბრობთ, აქ არის საუბარი სახლების ფასადების აღდგენაზეც. ასე უნდა გავავაგრძელოთ რომ საბოლოო ჯამში ქუჩების სრული რეაბილიტაცია მოხდეს”- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1437
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია