დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხინკალი, ხაჭაპური, ჩაქაფული, დამბალხაჭო, ელარჯი საფრანგეთის ყველაზე მასშტაბური კულინარიული გამოფენის, „Sirha 2019” -ის სტუმრების ეპიცენტრში მოექცა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/01/30 12:02:00

 

 

საფრანგეთის რესპუბლიკაში, . ლიონში საქართველო ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაში Sirha პირველად მონაწილეობს


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი საქპატენტი" და  სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გამოფენაში საქართველოს ჩართვის თანაორგანიზატორები არიან. გამოფენაში მონაწილეობას ორგანიზებას უწევს საქართველოს კულინარიის ფედერაცია და  კვების დაწესებულების ბიზნესსააგენტო  გასტრონავტი.


გამოფენა, რომელმაც 6 000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა, ქალაქ ლიონის მერმა, ჟერარდ კოლომბიმ და გასტრონომიული ჩემპიონატის Bocuse d’Or  პრეზიდენტმა, ჟერომე ბოკიუზიმ გახსნეს.


გამოფენაზე საქართველო  11-მა ახალგაზრდა მზარეულმა შეფმზარეულის, ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინა და გამოფენის სტუმრებს ქართული კერძები და ავთენტური ინგრედიენტები გააცნო.


„ჩვენ  გავხდით დიდი კულინარიული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ქართულ სამზარეულოს უკვე პროფესიონალები წარადგენენ  და მსოფლიოს გააცნობენ იმ მაღალი სტანდარტით, რასაც Syrha და Bocuse d’Or ითვალისწინებს“, - განაცხადა დავით ტყემალაძემ.


გამოფენაზე ქართული კერძები ღია სამზარეულოში მზადდება და ვიზიტორებს საშუალება აქვთ  მომზადების პროცესს  დაესწრონ და დააგემოვნონ ისეთი ქართული კერძები, როგორიცაა  ხინკალი, ხაჭაპური, ჩაქაფული, დამბალხაჭო, ხარჩო, ელარჯი და ა.შ. სპეციალური სივრცეა გამოყოფილი ღვინის დეგუსტაციისთვისაც. 

ქართული ღვინის ისტორიისა და დღევანდელობის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შალვა ხეცურიანმა. 


ქართული სტენდზე კერძები  Bocuse d’Or -ის პრეზიდენტმა, ჟერომე ბოკიუზიმ დააგემოვნა. ქართულ სტენდს სტუმრობდა  მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგი შეფ-მზარეული, ფრანსუა ბაკრიც. იგი ქართველ მზარეულებს შეხვდა და მათ  გამოცდილება და შთაბეჭდილებები გაუზიარა.


 „Sirha 2019” ყველაზე მასშტაბური კულინარიული გამოფენაა, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ლიონში იმართება და მთელი მსოფლიოდან კვების მრეწველობაში ჩართულ ადამიანებს, მწარმოებლებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს.


გამოფენის პარალელურად, იმართება მსოფლიოს ყველაზე დიდი გასტრონომიული ჩემპიონატი „Bocuse d’Or 2019”. გამოფენისა და ჩემპიონატის ორგანიზატორი ერთი  გუნდია; მათთან ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველო გახდებაბოკუზ დორისგასტრონომიული ოჯახის წევრი და ქართული დელეგაცია ეცდება, საქართველო მოხვდეს 2021 წლის მსოფლიოს და ევროპის კულინარიულ ჩემპიონატზე.


 „Sirha 2019” კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა ქართული სამზარეულო, ქართული კულტურის უნიკალურობა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნოს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1431
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია