დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ადრეული ძუძუს კიბოს დაავადებულთათვის სპეციალური პროგრამა განხორციელდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/01/29 20:44:00

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტი HER-2  დადებითი ადრეული ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პირებისთვის, სამკურნალო პროგრამის განხორციელებას იწყებს.

 

დაავადების (I-III) სტადიის მკურნალობის პროგრამა მედიკამენტ ჰერცეპტინის თანადაფინანსებას გულისხმობს. ქუთაისის მერის ინიცირებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საკრებულოს სხდომაზე მოხდება.

 

ამ საკითხებზე დღეს ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზეც იმსჯელეს. ჰერცეპტინის პროგრამის მიზანია, ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე მკურნალობის ხელმისაწვდომობა და სრული კურსის ჩატარება საჭიროების მქონე პაციენტებისთვის.

 

​ჰერცეპტინის პროგრამის დაფინანსება წელს პირველად ხდება ქუთაისის ბიუჯეტიდან, რომლის ღირებულება 20 000 ლარია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 903
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია