დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიაში სტიქიასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი შეიქმნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/12/01 23:59:34

ქუთაისის მერიაში სტიქიასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბია შექმნილი. ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის,  ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის მასშტაბით ზარალს აღწერენ.

 

ამ დროის მონაცემებით ქუთაისში ძლიერმა ქარმა 100-მდე მეტ სახლს დაუზიანა სახურავი და რამდენიმე ათეული ხე წააქცია. ქუთაისის მერია უკვე 2 დღეა საგანგებო რეჟიმზე მუშაობს. ყველა მოქალაქეს ვისაც ძლიერმა ქარმა რაიმე სახის ზარალი მიაყენა ცხელი ხაზის საშუალებით ეკონტაქტება ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა სამსახურს, შესაბამისი რეაგირებისთვის. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად  სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა ასევე ის ადგილები სადაც ძლიერმა ქარმა განსაკუთრებული ზარალი მიაყენა ადგილობრივებს და ადგილზე გაეცნო არსებულ სიტუაციას.

 

,, 2 დღეა ვხვდები სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ვითარება ნამდვილად რთულია ადგილზე. ძალიან ბევრი სახლის და კორპუსის სახურავი დააზიანა ძლიერმა ქარმა. ქუთაისის მერიის ყველა სამსახური  საგანგებო რეჟიმზე მუშაობს მოქალაქეებს ნებისმიერ დროს აქვთ საშუალება დარეკონ და ზარალის შესახებ შეგვატყობინონ. სპეციალური სამსახურები ადგილზე მუშაობენ რათა დროულად მოხდეს დაზიანებული ხეებისგან და თუნუქის ნარჩენებისგან ტერიტორიების დასუფთავება.  კეთდება ყველაფერი იმისთვის რომ დროულად მოხდეს ზარალის აღწერა და შესაბამისი რეაგირება. საგანგებო შტაბი გვაქვს შექმნილი სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, რომლებიც ჩვენთან ერთად დადიან დაზარალებულ მოსახლეობასთან და სიტუაციას ადგილზე ეცნობიან,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1047
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია