დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
ცესკოს პრეს-სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადება გადასატან ყუთთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/11/24 15:22:09

ცესკოს პრეს-სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადება გადასატან ყუთთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ 


გადასატანი საარჩევნო ყუთის სია ჯერ არ შემდგარა. გადასატანი საარჩევნო სიის ფორმირების მიზნით მოთხოვნების მიღების პროცესი ამჟამად არის მიმდინარე. ამომრჩევლებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ შეუძლიათ კენჭისყრის შენობაში მისვლა, 25 ნოემბრის ჩათვლით ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა, განცხადებით ან სატელეფონო შეტყობინებით მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელიც ვალდებულია, რეგისტრაციაში გაატაროს ყველა ასეთი შეტყობინება.

 

რეგისტრირებული განცხადებების და სხვადასხვა ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, საუბნო ან/და საოლქო საარჩევნო კომისია, საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლის პირობების დაცვით, შეადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას.

 

საბოლოოდ, საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს 26 ნოემბრისა, ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას.

 

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესული ყველა ამომრჩევლის გასწვრივ გაკეთდება შესაბამისი აღნიშვნა საარჩევნო უბანზე არსებულ სიებში, გამოიკვრება საარჩევნო უბანში და ასეთი  ამომრჩევლები ხმას მისცემენ მხოლოდ ერთხელ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1026
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია