დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქუთაისის მერიასა და ბაგა-ბაღების გაერთიანებას შორის, სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/11/16 01:49:00

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქუთაისის მერიასა და ბაგა-ბაღების გაერთიანებას შორის, სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მისი მთავარი მიზანია , შესაბამისი და კომფორტული გარემო შექმნას განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელებისათვის. ეს გულიხმობს: სპეციალური განათლების პედაგოგების მომზადებას, აუტიზმის მქონე ბავშვებთან მუშაობის სპეციალური მოდულების სრულყოფას და პირველად საქართველოში, პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, პრაქტიკას ბაღებში. პრაქტიკა საშუალებას იძლევა გაჩნდეს კვალიფიციური და კონკურენტული საკადრო რეზერვი, ე.ი. ახალგაზრდებს მიეცეს საკუთარი პროფესიით დასაქმების მეტი შანსი.

 

მემორანდუმი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და სოციალურ სფეროში, ერთნაირად ეფექტური გარანტორია.

 

მემორანდუმის ხელმოწერამდე ქუთაისის ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებისა და ქუთაისის მერიის მიერ ჩატარდა წინასწარი კვლევები და ინტენსიური შეხვედრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებთან, დღის ცენტრების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველის ოფისთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოსა და ყველა იმ საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ვისთვისაც პრიორიტეტია სკოლამდელი აღზრდის პროცესში ამ სეგმენტის ადაპტაცია და გაჯანსაღება.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს:ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, აწსუს რექტორმა გიორგი ღავთაძემ და ა(ა)იპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა დავით წიტაიშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 889
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია