დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს ოჯახმა უშანგი ჩხეიძის პორტრეტი გადასცა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/11/13 14:53:00

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის კოლექცია ახალი ექსპონატით შეივსო.


როგორც მუზეუმის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ სოციალურ ქსელსი გაავრცელა ინფორმაცია, ოჯახთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, უშანგი ჩხეიძის მონუმენტური პორტრეტი, რომელზეც ცნობილი ქართველი მსახიობი „ჰამლეტის” როლშია დახატული, სასახლის კოლექციაში განთავსდება.

 

ეს ფერწერული პორტრეტი მეოცე საუკუნის გამორჩეული ქართველი ფერმწერის, კორნელი სანაძის ნამუშევარია. 

 

უშანგი ჩხეიძე მეოცე საუკუნის ცნობილი არტისტია, რომელიც წლების განმავლობაში განასახიერებდა შექსპირის უკვდავი ნაწარმოების „ჰამლეტის” მთავარ პერსონაჟს. ჰამლეტის გმირი მსახიობმა პირველად 1925 წელს განასახიერა და შემდგომში სწორედ ამ როლით მოიპოვა საყოველთაო აღიარება.

 

უშანგი ჩხეიძეს 1933 წელს მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. უშანგი ჩხეიძე 1953 წელს გარდაიცვალა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1242
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია