დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი ქალაქია
ქუთაისში თეთრი ხიდის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მერიამ არქიტექტურული დასკვნა გაასაჯაროვა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/11/06 10:55:50

ქუთაისში ახლადრეაბიტირებული თეთრი ხიდის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, გუშინ კითხვის ნიშნები გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საზოგადოებამ შენიშნა, ზოგიერთი ლითონის ფილა ნაწილობრივ ავარდნილი იყო და ფეხით მოასიარულეებს უსაფრთხოების განცდას ურღვევდა. ამის შესახებ უკვე ვწერდით  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61712 , თუმცა მერიის საზოგადოებასტან ურთიერთობის სამსახურმა იმავე დღეს განმარტა, რომ ხიდი აბსოლუტურად უსაფრთხო გახლდათ. http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61713 . დღეს კი, ქუთაისში ახლადრეაბიტირებული თეთრი ხიდის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მერიამ არქიტექტურული დასკვნა გაასაჯაროვა.


მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია: თეთრი ხიდის კონსტრქციულ მდგრადობასთან დაკავშირებით არსებობს კონსტრუქტორის დასკვნა, რომელიც პროექტს თან ახლავს. კონსტრუქციული დასკვნის ავტორია კონსტრუქტორი ჯონი ნასარეია.


თეთრი ხიდი 80-იან წლებში წარმოადგენდა საავტომობილო გადაადგილების საშუალებას, შესაბამისად, მისი კონსტრუქცია გათვლილია საავტომობილო დატვირთვაზე. 80-იან წლებში აღნიშნულ ხიდზე ასფალტის საფარი მოეწყო, რომლის წონა ბევრად აღემატება ამჟამინდელი საფარის წონას. ასევე, ხიდის ამჟამინდელი დატვირთვა არის საფეხმავლო და ბევრად ნაკლებია, ვიდრე იყო გასული საუკუნის მიწურულს.


კომპანია ,,ალმა რუს საქართველომ" ხიდზე არსებითი სამუშაოები უკვე დაასრულა. დარჩენილია ხარვეზების გამოსწორება (ზედაპირის კოსმეტიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით). აღნიშნულ ხარვეზებზე კომპანიას მიეთითა პროექტზე ზედამხედველობის სამსახურების მიერ.

 

სამუშაოებზე ასანაზღაურებელი დარჩა 170 000 ლარი, რომელსაც კომპანია მიიღებს პროექტის სრულყოფილად დასრულების შემდეგ, შესაბამისი ჯარიმების გამოქვითვით. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1670
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია