დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ახალგაზრდა მწვანეები" ტრამვაის კამპანიას იწყებენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/11/04 23:23:45

"ახალგაზრდა მწვანეები" ტრამვაის კამპანიას იწყებენ და საზოგადოებისათვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

„ახალგაზრდა მწვანეებმა“ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა კამპანია, რათა საზოგადოებაში წამოვწიოთ ტრამვაის საკითხი, სხვა ქალაქების გამოცდილებაზე და სპეციალისტებზე დაყრდნობით დავასაბუთოთ თბილისში ტრამვაის საჭიროება.

 

უკვე საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისში პირველმა ელექტრო-ტრამვაიმ გაიარა, მაგრამ, სამწუხაროდ, 2006 წელს თბილისში ტრამვაი წარსულს ჩაბარდა და ეს მოხდა სწორედ მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში ტრამვაის აღდგენის ბუმი იყო.

 

2018 წ-თვის, ისე როგორც არასდროს აქამდე თბილისის ისტორიაში, ეკოლოგიური კატასტროფის მომსწრენი ვართ. მოწამლული ჰაერის გამო გაუარესებული ჯანმრთელობის გარდა, ქალაქი სატრანსპორტო კოლაფსს განიცდის, არა მარტო პიკის საათებში. ქალაქში გადაადგილება დიდი საცობების გამო ძალიან მოუხერხებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი საკმაოდ გაუმართავია იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ასეთ გადატვირთვას. ქალაქის არაგონივრული ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის გამო ვხედავთ, რომ ახალი ესტაკადები და ქვეითების ხარჯზე გადმოწეული პარკინგები უბრალოდ ამძიმებს სიტუაციას და ყოველწლიურად აუარესებს მდგომარეობას.

 

კამპანია ოფიციალურად დაიწყო 29 ოქტომბერს და პირველი ღონისძიება – ლექცია, ტარდება 5 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის III კორპუსის აუდიტორიაში 18:00 საათზე (იხ. ღონისძიება ჰტტპს://ბიტ.ლყ/2ქქKUაო).

 

ფესტივალი მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

 

• სტატიის გავრცელება, სადაც თბილისის ტრამვაის წარმომადგენელი, ბექა ნინიკური დეტალურად ასაბუთებს, რატომ გვჭირდება ტრამვაი;

 

• 5 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსის აუდიტორიაში ჩატარდება საჯარო ლექცია, „რატომ სჭირდება თბილისს ტრამვაი“. ლექციის შემდგომ სტუმრებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ ტრამვაის კამპანიის ტილოს ჩანთები და სტიკერები წაიღონ;

 

• მოეწყობა გარეთ გასვლები სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც ავაგროვებთ ხელმოწერებს, ტრამვაის მოთხოვნასთან დაკავშირებთ. ხელმოწერა ასევე შესაძლებელი იქნება ლექციაზე, მწვანე ფესტივალზე და გიორგი ბაბუნაშვილთან შეხვედრისას;

 

• 1-ლი ნოემბრიდან ფეისბუკზე დაიწყება ონლაინ კამპანია, სადაც ქარდებზე ახსნილი იქნება, თუ რატომ არაა სწორი ტრამვაისთან დაკავშირებული სხვადასხვა გავრცელებული მოსაზრება და როგორ განტვირთავს გზებს ტრამვაი;

 

• 1-ლი ნოემბრიდან დაიწყება მთელ ქალაქში სტიკერების გავრცელება ტრამვაის თემაზე;

 

• შაბათს, 10 ნოემბერს თბილისის ქუჩებში, იქ სადაც ადრე ტრამვაი გადიოდა, მოეწყობა გამოფენა: ფეისბუკზე გამოქვეყნდება ღონისძიება, სადაც მონიშნული იქნება ყველა ლოკაცია, სადაც თბილისის ძველი ტრამვაის ამსახველი პლაკატები განთავსდება. ხალხს საშუალება ექნება ეწვიოს ამ ადგილებს და დაათვალიეროს მთელ თბილისში გაბნეული გამოფენა;

 

• დაიბეჭდება გაზეთი, რომელშიც შევა თბილისის ტრამვაის ისტორია, ურბანული ანალიზი დღევანდელ დღეს ტრამვაის საჭიროებაზე და ამ პროექტის განხორციელების პერსპექტივები. გაზეთი დარიგდება უფასოდ საჯარო ლექციაზე 5 ნოემბერს და გამოფენის გახსნის დღეს 9 ნოემბერს თბილისის ათ ლოკაციაზე, იქ სადაც პლაკატებს გავაკრავთ;

 

• 24 ნოემბერს ჩვენს ოფისში (წინამძღვრიშვილის ქ. 49) ვიწვევთ ურბანული ლაბორატორიის წარმომადგენელს, გიორგი ბაბუნაშვილს, რომელიც გაგვესაუბრება მერიის ახალ ინიციატივაზე - მიწისზედა მეტროზე. განიხილავს რატომ არ არის ეს პროექტი ეფექტური და რატომ ჯობია მას ბევრად ტრამვაის გაყვანა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1633
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია