დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სპეციალური ლექციები ტარდება ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/11/03 21:46:34

სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიურო და საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASSG)   Erasmus + პროგრამის ფარგლებში თანაორგანიზატორია ლექციების კურსის, რომელიც ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეხება.


პროექტის "საქართველოში რეგიონული უნივერსიტეტებისათვის ევროკავშირის სასწავლო მოდულის და ევროკავშირის შესახებ მასობრივი ღია ონლაინ კურსის (MOOC) შექმნა" მიზანია თბილისის გარეთ, რეგიონებში მდებარე უნივერსიტეტებში, ხელი შეუწყოს ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 5 (ხუთი) შეხვედრა. პირველი ლექცია გაიმართა მიმდინარე წლის 1 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში: ევროკავშირის ისტორია - მომხსენებელი ლევან მახაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 


2. ევროკავშირის ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი - მომხსენებელი სერგი კაპანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ჟან მონეს პროფესორი. 9 ნოემბერი 12:00 საათი.

 

3. უვიზო რეჟიმი საქართველოსა და ევროკავშირს შორის - მომხსენებელი ივანე ჩხიკვაძე, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი;16 ნოემბერი, 13:00 საათი;

 

4. ევროპული ფასეულობები და მითები; ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მომხსენებელი ეკა აკობია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი;19 ნოემბერი 13:00 საათი;

 

5. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები: ასოცირება და სავაჭრო ურთიერთობები - მომხსენებელი კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (როდელის ფონდი) ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი; 26 ნოემბერი 13:00 საათი;

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1023
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია