დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპრეზიდენტო არჩევნები 2018
ლელა ებრალიძე:"თბილისის შტაბის მონაცემებით, შაშიაშვილი ამ წუთამდე, მეორე ტურის პრეტენდენტია"
2018/10/28 15:39:59

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, თეიმურაზ შაშიაშვილის პრეს სპიკერის, ლელა ებრალიძის განცხადებით, მას მომხრეებთან სატელეფონო კომუნიკაციაზე დაყრდნობით აქვს ინფორმაცია, რომ მასიურად, იმ უბნებზე, სადაც ოცნება ვერ აფიქსირებს საკუთარი ამომრჩევლის აქტიურად მისვლად, თეიმურაზ შაშიაშვილის და სხვა დამოუკიდებელი კანდიდატების მომხრეებს სთხოვენ დახმარებას.


ცდილობენ , დააბნიონ ამომრჩეველი, რომ შაშიაშვილი მაინც ვერ გავა და ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი. ებრალიძის განცხადებით, თეიმურაზ შაშიაშვილის მომხრეთა სეგმენტის ძირითადი ნაწილი ამ წუთამდე აქტიურად მიდის არჩევანის დასაფიქსირებლად და შაშიაშვილის თბილისის შტაბის მონაცემებით, 65 ნომერი ამ წუთამდე, მეორე ტურის პრეტენდენტია.


თეიმურაზ შაშიაშვილის პრეს სპიკერი თხოვს კონკურენტებს და მათ შტაბებს, არჩევნების დღეს მაინც შეიკავონ თავი უკანონო ქმედებებისგან და მისცენ ამომრჩეველს ნებაყოფლობითი არჩევანის გაკეთების საშუალება.


“ჩვენი მომხრეები მსგავსი დიალოგების შემსწრე რამდენიმე უბანზე გახდნენ და არა მხოლოდ გაასაჯაროებენ პრეცედენტებს, არამედ კანონის თანახმად გაასაჩივრებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში” – აცხადებს ებრალიძე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 979
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია