ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გაშლილ ლოგინებზე ბანერის გადაფარება სცადა, თუმცა ამის უფლება სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ის სამართალდამცავებმა წაიყვანეს, თუმცა ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.. https://www.youtube.com/watch?time_continue=40&v=wPZ9jS-xjHs
შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე უკვე რამდენიმე კვირაა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს.