დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიციამ 9 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა
2018/10/26 10:57:40

ცხრა წლის გოგონას მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებულია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ გორში ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.


მინისტრის მოადგილის თქმით, ბრალდებული ი.ნ. ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.

 

„შსს-ს შემადგნელობაში შექმნილი სპეციალური ჯგუფისა და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგენილი იქნა დანაშაულის ჩამდენი პირი ი.ნ.

 

ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ასევე იმ მარშრუტის დადგენის საფუძველზე, რომლითაც სისტემატურად გადაადგილდებოდა ბავშვი, დეტალურად იქნა შესწავლილი თითოეული ბინა, სადაც საეჭვო სისხლის კვალი აღმოაჩინეს. ასევე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა.

 

ზემოხსენებული მტკიცებულებებისა და ასევე სხვა მტკიცებულების საფუძველზე, რომელიც არის საქმეში, დააკავეს ი.ნ. სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე“, – განაცხადა საბანაძემ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარ ფაქტზე გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

 

გორში, მდინარე ლიახვის ნაპირზე ცხრა წლის გოგონა მოკლული გუშინ იპოვეს.

 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.

 

ამასთან, გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბავშვის ცხედარს ძალადობის ნიშნები ეტყობა. როგორც პირველ არხს გოგონას ბაბუამ განუცხადა, ბავშვს ხელები ალუმინის მავთულით აქვს შეკრული, თავზე კი ცელოფანი აქვს ჩამოფარებული.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1482
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია