ვიზეარი ოფიციალური განცხადებას ავრცელებს:
25 ოქტომბერს, ვიზეარის რეისმა W6 1576 ქუთაისი- ვარშავა მიმართულება შეცვალა ბუქარესტისკენ, რისი მიზეზიც გახდა ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული საეჭვო სატელეფონო ზარი. ბორტის წევრებმა იმოქმედეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად და რისკის თავიდან აცილების მიზნით საჰაერო ხომალდის დაუგეგმავი დაშვება განახორციელეს ბუქარესტის აეროპორტში. ყველა მგზავრი და ბორტის წევრი უსაფრხოდ იქნა გამოყვანილი ხომალდიდან. საქმე შემდგომი მოკვლევისთვის გადაეცა პოლიციას. უსაფრთხოება ვიზეარის უპრიველესი პრიორიტეტია.
ავიაკომპანია უცხადებს ნულოვან ტოლერანტობას ყველა იმ ქმედებას, რაც საფთხეს უქმნის მგზავრთა და ბორტის წევრების უსაფრთხოებას. ამჯერად საქმე გადაეცა პოლიციას შემდგომი მოკვლევისთვის.