დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
“ფეხები მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე ცელოფნის ტომარა ჩამოფარებული”
2018/10/25 23:47:38

დღეს გორში დაკარგული 9 წლის გოგონა, რომელიც სკოლის შემდეგ ცეკვაზე წავიდა, საღამოს მოკლული იპოვეს.

 

 

 

გორის რაიონულ სასამართლოსთან ვითარება იძაბება. ადგილზე სადაც 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს, ბავშვის ოჯახის წევრები და ადგილობრივები არიან შეკრებილი.  ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.

 

ადამიანები, რომლებმაც ბავშვი იპოვეს ჰყვებიან, რომ გარდაცვლილს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული. ისინი ამბობენ, რომ ბავშვი სწორედ ცელოფნის ტომრით გაგუდეს.

 

ადგილობრივების განცხადებით, ძებნისას მათ გორის რაიონული სასამართლოს ეზო რამდენჯერმე შეამოწმეს, თუმცა ცხედარი იქ არ ყოფილა. ისინი ეჭვობენ, რომ მოზარდი სხვაგან მოკლეს და შემდეგ ცხედარი სასამართლოს ეზოში დატოვეს.

 

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1080
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია